16 August, 2021

მეწაღის გულმკერდის ქირურგიული მკურნალობა ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში

მეწაღის გულმკერდის ქირურგიული მკურნალობა ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში

ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში 2016 წლიდან ტარდება ოპერაცია მეწაღის გულმკერდზე(მდგომარეობა,როდესაც ადამიანის მკერდის ძვალი ჩაზნექილია) - უსისხლო მეთოდით, რამაც წარმატებით ჩაანაცვლა ადრე არსებული ღია წესით მიდგომა, რაც ტრავმებთან და სისხლის დიდ დანაკარგთან იყო დაკავშირებული. 

 

მეწაღის გულმკერდზე ოპერაცია ტარდება თორაკოსკოპის კონტროლით, გაჭრის გარეშე და მინი-ინვაზიური მეთოდით. ორივე მხარეს, იღლიის შუა ხაზზე  კეთდება 2 სანტიმეტრიანი განაკვეთი თორაკოსკოპის კამერის შესაყვანად, ხდება მკერდის ძვალსა და გულს შორის არსებული სივრცის მობილიზება და წინასწარ გამზადებული მეტალის იმპლანტის ჩადგმაჩაზნექილი მკერდის ძვლის საფიქსაციოდ. 

ოპერაციული ჩარევა ნებისმიერ ასაკში ტარდება, თუმცა ოპტიმალური ასაკი10-დან 16 წლამდეა(სანამ მკერდის ძვლის ნეკნებთან შესახსრების ადგილი გაძვალებული არ არის), ამ დროს გულმკერდის ღრუში იმპლანტის დატოვების დრო3 წელია, დაგვიანებულ შემთხვევაში კი 4-5 წელი.

ოპერაციიდან 3 თვის შემდეგ კი, პაციენტისთვის მოწოდებულია ექიმთან კონსულტაციები და ფიზიკური აქტივობა. კერძოდ,ცურვა, რათა გულმკერდის ზომა სათანადოდ გაიზარდოს და იმპლანტის ამოღების შემდეგ არ მოხდეს მისი ხელახლა დეფორმირება.

საშუალოდ ოპერაციის ხანგრძლივობა 40 წთ-დან 1 სთ-მდეა, თუმცა, ზოგჯერ, დიდი დეფორმაციის დროს საჭიროა 2 იმპლანტის ჩადგმა და, ბუნებრივია, ოპერაციის ხანგრძლივობაც იზრდება. მეწაღის გულმკერდზე ოპერაცია 2 იმპლანტის ჩადგმით ციციშვილის ჰოსპიტალში 2-ჯერ განხორციელდა წარმატებით.

 

მეწაღის გულმკერდზე ოპერაცია, თორაკოსკოპის კონტროლით, საქართველოშიპირველად ევექსის ჰოსპიტლების ქსელში ვანო წულეისკირის ხელმძღვანელობითდაინერგა. მას შემდეგ,მან ერეკლე მოსიძესთან ერთად ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში 28 ასეთი ოპერაცია განახორციელა წარმატებით.