
82 წლის ქალი კლინიკაში ბარძაყის ყელის მოტეხილობით შეიყვანეს. როგორც წესი, ბარძაყის ყელი ოპერაციული ჩარევის გარეშე არ ხორცდება და მისი მკურნალობის ერთადერთი გამოსავალი ენდოპროთეზირება გახლავთ. შესაბამისად, ხაშურის რეფერალურ ჰოსპიტალში ორთოპედ-ტრავმატოლოგთა განახლებულმა გუნდმა მოწვეული ტრავმატოლოგის, გიორგი მურველაშვილის ხელმძღვანელობით 4 ივნისს მენჯ-ბარძაყის პირველი ენდოპროთეზირება ჩაატარა. ოპერაცია წარმატებით დასრულდა და პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
აღსანიშნავია, რომ ხაშურის რეფერალურ ჰოსპიტალში ორთოპედ-ტრავმატოლოგთა განახლებული გუნდი მუშაობს. ოპერაციების წარმოება წარმატებით მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ხაშურის რეფერალურ ჰოსპიტალში ორთოპედ-ტრავმატოლოგთა განახლებული გუნდი მუშაობს. ოპერაციების წარმოება წარმატებით მიმდინარეობს.