16 June, 2022

მძლავრი რადიაციული თერაპია კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიური ცენტრში

მძლავრი რადიაციული თერაპია კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიური ცენტრში

კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი პაციენტებს ავთვისებიანი და ზოგიერთი კეთილთვისებიანი სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ უსაფრთხო, უმტკივნეულო და ხარისხიან რადიაციულ თერაპიას სთავაზობს. რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტი სრულად არის აღჭურვილი ისეთი თანამედროვე შესაძლებლობებით, როგორიცაა:

  • სტერეოტაქსიული რადიოქირურგია (მცირე ზომის მკაცრად განსაზღვრული სამიზნეების უზუსტესი დასხივება);
  • Prone G2 Breast Device - უნიკალური საფიქსაციო სისტემა, გამოიყენება ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტებში შემანარჩუნებელი ოპერაციების შემდგომ, რომელიც სხვადასხვა დიაგნოზის შემთხვევაში იძლევა პაციენტის ზუსტი და განსხვავებული პოზიციონირების საშუალებას, რაც გავლენას ახდენს გვერდითი ეფექტებისა და გართულებების შემცირებაზე;
  • სხეულის სტერეოტაქსიური რადიოთერაპია ( ითვალისწინებს დასხივების რეგიონებს ცენტრალური ნერვული სისტემის მიღმა-ფილტვი, პროსტატა, ღვიძლი, პანკრეასი);
  • SofTouch Elite Bellyboard-  უნიკალური საფიქსაციო სისტემა, გამოიყენება მენჯის ღრუში არსებული პათოლოგიების სამკურნალოდ;
  • 3D დაგეგმარების სისტემა;
  • ინტენსიობამოდულირებადი რადიაციული თერაპია - წარმოადგენს მკურნალობის ოქროს სტანდარტს , მნიშვნელოვნად ზრდის სიმსივნური უბნის სამკურნალო დოზას და მაქსიმალურად იცავს ჯანმრთელ ორგანოებს.

მკურნალობის დაწყებამდე პაციენტები კონსულტაციას გადიან რადიაციულ ონკოლოგთან, სადაც მკურნალობის მიზნების, მოსალოდნელი შედეგებისა და დიაგნოსტიკური კვლევების განხილვა ხდება. აღსანიშნავია, რომ თითოეული შემთხვევის განხილვა და ინდივიდუალური მკურნალობის გეგმის შემუშავება ხორციელდება მულტიდისციპლინურ კონსილიუმზე, რომლის შემადგნელობაში შედიან: კლინიკური ონკოლოგები, ქირურგები და რადიოლოგები.

მკურნალობის გეგმის შემუშავების შემდეგ, იწყება ხარისხის კონტროლის პროცესი, რა დროსაც სამკურნალო გეგმა გადის სრულ შემოწმებას სპეციალური გამზომი ხელსაწყოებისა და სხივური თერაპიის აპარატის საშუალებით, ხოლო სამედიცინო ფიზიკოსი უზრუნველყოფს პაციენტისათვის განკუთვნილი დასხივების დოზის კორექტულობას.

რადიაციული თერაპია უმტკივნეულო, არაინვაზიური მკურნალობის მეთოდია, რომლის ერთ-ერთი უპირატესობაა ის, რომ პაციენტი არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. ასევე სხივური თერაპიის დროს მნიშვნელოვნად მცირდება ლოკალური რეციდივის რისკი, მცირდება წარმონაქმნის ზომა და ხდება ოპერაბელური. გარდა რადიკალური (განკურნების მიზნით) რადიაციული თერაპიისა, მკურნალობის ეს მეთოდი გამოიყენება მზარდი სიმსივნური წარმონაქმნისგან გამოწვეული სიმპტომების შემსუბუქებისთვის, ანუ პალიატიური მკურნალობისთვის და წინასაოპერაციო მომზადებისთვისაც.

კლინიკაში ხორციელდება რადიაციული თერაპიის შემდეგი ტიპები:

  • დისტანციური რადიაციული თერაპია;
  • ბრაქითერაპია ( რადიოაქტიური წყაროს სიმსივნურ წარმონაქმნთან ახლოს მოთავსება);
  • სისტემური რადიაციული თერაპია (რადიოაქტიული მედიკამენტის სისხლის მიმოქცევის სისტემაში შეყვანა).

მკურნალობის შემდეგ ხორციელდება სისტემური მონიტორინგი და რიგი საკონტროლო დიაგნოსტიკური კვლევები, რათა რადიაციულმა ონკოლოგმა სწორად შეაფასოს გამოჯანმრთელების პროცესის მიმდინარეობა.

რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ყველა ექიმს გადამზადების კურსი ამერიკის შეერთებულ შტატების წამყვან კლინიკებში აქვთ გავლილი, ისინი მუდმივად ესწრებიან საერთაშორისო კონფერენციებს და ნერგავენ მკურნალობის ინოვაციურ მიდგომებს. მაღალკვალიფიციურ გუნდს კი რადიაციული ონკოლოგი და რადიოლოგი, ეთერ ნათელაური ხელმძღვანელობს.