
კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი 18 წლიდან ზევით ასაკის პაციენტებს ონკოჰემატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკასა და მართვას სთავაზობს. დიაგნოსტიკისთვის კლინიკაში გამოიყენება ისეთი გამოკვლევის მეთოდები, როგორიცაა:
- ბაზისური ლაბორატორიული კვლევები;
- ძვლის ტვინის ასპირაციული ბიოფსია, ტრეპანობიოფსია;
- ციტოლოგიური, ჰისტოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური კვლევები;
- გამდინარე ციტომეტრია.
აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალი თანამშრომლობს ჰოლანდიის წამყვან ლაბორატორიასთან, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, რთული შემთხვევების განხილვა ხორციელდება ჰოლანდიაში მოღვაწე პათომორფოლოგი, ალექსი ბაიდოშვილის ხელმძღვანელობით.
განყოფილებაში ხორციელდება შემდეგი პათოლოგიების მკურნალობა:
- ანემიები (თანდაყოლილი და შეძენილი);
- კოაგულოპათიები (სისხლისშედედების დარღვევით მიმდინარე დაავადებები), მაგალითად: ჰემოფილია, ვილებრანდის დაავადება, თრომბოფილია);
- შეძენილი ჰემორაგიული კოაგულოპათიები;
- თრომბოციტოპენიები;
- მწვავე და ქრონიკული ლეიკემიები;
- ლიმფოპროლიფერაციული დაავადებები, ლიმფომები და სხვა;
ონკოჰემატოლოგიურ სამსახურში მოქმედებს ონკოჰემატოლოგიურ დაავადებებთან დაკავშირებული ყველა სახელმწიფო პროგრამა და თანამედროვე გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით ხორციელდება მკურნალობის ქვემოთ ჩამოთვლილი მეთოდები:
- ქიმიოთერაპია;
- ტარგეტული (სამიზნე) თერაპია;
- იმუნოთერაპია;
- სხივური თერაპია;
კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი ხშირად მართავს საერთაშორისო კონფერენციებს, რომლებსაც ონკოჰემატოლოგიური სამსახურის მაღალკვალიფიციური და დასავლური გამოცდილების მქონე გუნდი ესწრება და ნერგავს მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს. კლინიკური ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის მიმართულებას ევექსის ონკოჰემატოლოგიური ბორდის წევრი, ხათუნა ბიბიჩაძე ხელმძღვანელობს.