
კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი ნებისმიერი ასაკის პაციენტს ონკოდერმატოლოგიური დაავადებების სკრინინგს, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას სთავაზობს. დიაგნოსტიკისთვის კლინიკაში გამოიყენება ისეთი არაინვაზიური გამოკვლევის მეთოდები, როგორიცაა: კანის დათვალიერება შეუიარაღებელი თვალით, დერმატოსკოპით დათვალიერება, აგრეთვე ტარდება დამატებითი კვლევები:ბიოფსია, კანის ანაფხეკის გამოკვლევა, ლაბ. კვლევები და საჭიროების შემთხვევაში კომპიუტერული ტომოგრაფია.
კლინიკაში ხორციელდება შემდეგი ონკოდერმატოლოგიური დაავადებების მართვა:
- ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა;
- ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა;
- მელანომა;
- დერმატოფიბროსარკომა და სხვა იშვიათი პათოლოგიები.
ბიოფსიის შედეგად კანის წარმონაქმნის დიფერენცირების შემდეგ, კეთილთვისებიანია ის თუ ავთვისებიანი, ირჩევა შესაბამისი მკურნალობა. ონკოდერმატოლოგიური პათოლოგიების მართვის მიმართულებით ხორციელდება:
- კეთილთვისებიანი წარმონაქმნის (პაპილომა, ხალი და ა.შ) დესტრუქცია - ელექტროკოაგულაციის მეთოდით (შესაძლო საუკეთესო კოსმეტიკური ეფექტით);
- ავთვისებიანი წარმონაქმნების ქირურგიული მკურნალობა და სხივური თერაპია;
- ავთვისებიანი წარმონაქმნის გენერალიზებული ფორმით მიმდინარეობისას -კონსერვატიული მკურნალობა, რაც მოიცავს: იმუნოთერაპიას, ტარგეტულ (სამიზნე) თერაპიასა და ქიმიოთერაპიას.
აღსანიშნავია, რომ დაავადებების მართვის პროცესში ჩართულია ჰოსპიტლის მაღალკვალიფიციური, მულტიპროფილური გუნდი - ონკოდერმატოლოგის, სხივური თერაპევტისა და კლინიკური ონკოლოგის სახით.
კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრში თანამედროვე გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით შემუშავებული მაღალხარისხიანი მკურნალობა ხორციელდება.