27 September, 2021

მძლავრი კარდიოქირურგიული მომსახურება დასავლეთ საქართველოს გულის ცენტრში

მძლავრი კარდიოქირურგიული მომსახურება დასავლეთ საქართველოს გულის ცენტრში
დასავლეთ საქართველოს გულის ცენტრი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მაღალტექნოლოგიური დაწესებულებაა რეგიონში, რომელიც მოსახლეობას მაღალი სტანდარტის სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს და მაღალკვალიფიციური, დასავლური გამოცდილების მქონე ექიმების გუნდით არის დაკომპლექტებული. ჰოსპიტალში გეგმიური და გადაუდებელი სრული კარდიოლოგიური და კარდიოქირურგიული მომსახურების მიღება 24-საათიან რეჟიმშია ხელმისაწვდომი.

სამედიცინო ცენტრი გთავაზობთ სრულ კარდიოლოგიურ დიაგნოსტიკას როგორც ამბულატორიულ, ასევე - სტაციონარულ რეჟიმში. ჰოსპიტალი აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო ტექნიკური ბაზით. ხელმისაწვდომია:

  • ელექტროკარდიოგრაფია;
  • დატვირთვის ელექტროკარდიოგრაფია (ტრედმილი);
  • ხანგრძლივი ელექტროკარდიოგრაფია ( ჰოლტერი);
  • კარდიოექოსკოპია;
  • დატვირთვის ექოკარდიოგრაფია;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • ტრანსეზოფაეალური ექოკარდიოგრაფია (ზონდის გადაყლაპვით);
  • კორონაროგრაფია (გულის მკვებავი სისხლძარღვების გამოკვლევა, როგორც ხელიდან ისე ბარძაყის არედან მიდგომით);

გარდა ამისა, დასავლეთ საქართველოს გულის ცენტრი გთავაზობთ კარდიოქირურგიული ოპერაციების სრულ სპექტრს:

  • აორტოკორონარული შუნტირება მფეთქავ გულზე და აორტის ქირურგია;
  • აღდგენით ოპერაციებს სარქვლებზე, მათ შორის მინიინვაზიური მიდგომებით;
  • გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკების ქირურგია;
  • გულისა და შუასაყრის სიმსივნეების ქირურგია;

მაღალკვალიფიციურ გუნდს ხელმძღვანელობს დასავლური გამოცდილების მქონე კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე, რომელიც გერმანიაში 15-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ საქართველოში განაგრძობს პროფესიულ საქმიანობას.

ნიკოლოზ ვაშაყმაძემ გერმანიის წამყვან კლინიკებში გაიარა როგორც საუნივერსიტეტო, ისე სრული პოსტდიპლომური განათლება ევროპული სასერტიფიკაციო გამოცდით კარდიოქირურგიაში. მუშაობდა არაერთ წამყვან კლინიკაში, მათ შორის ფრაიბურგის, ბოხუმისა და ოლდენბურგის საუნივერსიტეტო კლინიკებში. ის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და ევექსის კარდიოქირურგიის რეზიდენტურის პროგრამის ხელმძღვანელია.

პარალელურად, ნიკოლოზ ვაშაყმაძე დასავლეთ საქართველოს გულის ცენტრს ხელმძღვანელობს. კონსულტაციები ყოველ სამუშაო დღეს, 12:00-დან 14:00 საათამდე ტარდება. ჩასაწერად დარეკეთ ნომერზე 2 55 55 00 და დაგეგმეთ ვიზიტი სპეციალისტთან.