25 August, 2022

მძლავრი და მაღალტექნოლოგიური ანგიოქირურგიული სერვისი ხაშურის ჰოსპიტალში

მძლავრი და მაღალტექნოლოგიური ანგიოქირურგიული სერვისი  ხაშურის ჰოსპიტალში

ხაშურის ჰოსპიტლის ანგიოლოგიური სერვისი პაციენტებს სისხლძარღვთა პათოლოგიების დიაგნოსტიკასა და როგორც კონსერვატიულ, ისე ქირურგიულ მკურნალობას სთავაზობს. სადიაგნოსტიკოდ კლინიკაში გამოიყენება ისეთი მაღალტექნოლოგიური კვლევები, როგორიცაა: დუპლექს სკანირება და კომპიუტერული ტომოგრაფია.

ანგიოქირურგიულ განყოფილებაში ხორციელდება შემდეგი პათოლოგიების მართვა:

  • ღრმა ვენების თრომბოზი;
  • დიაბეტური ტერფი;
  • ვაზოსპასტიური დაავადებები;
  • კიდურების იშემიური დაავადებები;
  • სხვადასხვა გენეზის ტროფიკული წყლულები და ა.შ

რაც შეეხება ქირურგიულ მკურნალობას, მოწვეული ანგიოქირურგის, დიმიტრი სორდიასა და მისი კვალიფიციური გუნდის ერთობლივი მუშაობით კლინიკაში ხორციელდება რთული და მაღალტექნოლოგიური ჩარევები, როგორც ღია, ასევე დახურული წესით.

ღია ოპერაციებს მიეკუთვნება:

  • ენდარტერექტომია , რომლის ერთ-ერთი ჩვენება საძილე არტერიების ათეროსკლეროზული დახშობაა. აღნიშნული ოპერაცია წარმოადგენს იშემიური ინსულტის პრევენციის საშუალებას, განსაკუთრებით 50-75 წლის ასაკის მამაკაცებისთვის;
  • ფლებექტომია - ვენების რეზექცია.

ხაშურის ჰოსპიტლის ანგიოქირურგიულ მიმართულებას ხელმძღვანელობს ანგიოქირურგი, დიმიტრი სორდია. მას გამოცდილება მიღებული აქვს  გერმანიის წამყვან კლინიკებში და გუნდთან ერთად წარმატებით ახორციელებს მაღალტექნოლოგიურ ანგიოქირურგიულ მკურნალობას.