
კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრში ონკოლოგიური დაავადებების ფართო სპექტრის მკურნალობა ხორციელდება.
ჰოსპიტლის ერთ-ერთი წარმატებული მიმართულებაა მამოლოგია, რომელიც პაციენტებს სთავაზობს სარძევე ჯირკვლების, მისი სიმსივნური წარმონაქმნების სრულფასოვან გამოკვლევას და მკურნალობას.
მამოლოგიის მიმართულებით ხელმისაწვდომია ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევები: ულტრაბგერითი გამოკვლევა, მამოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ბიოფსიის სხვადასხვა ტიპი და სხვ.
ჰოსპიტალში მოქმედებს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ 40-70 წლის ქალბატონებმა და სრულიად უფასოდ მიიღონ შემდეგი მომსახურება:
- მამოლოგის გასინჯვა;
- მამოგრაფიული გამოკვლევა;
- ძუძუს ულტრაბგერითი გამოკვლევა.
ონკოლოგიის ცენტრში თითოეული სამედიცინო შემთხვევა ინდივიდუალური მიდგომით განიხილება. გადაწყვეტილება მკურნალობის გზების შესახებ კონსილიუმის ფორმატში მიიღება, რომელშიც ჩართულები არიან როგორც კლინიკური ონკოლოგები და მამოლოგები, ისე რადიოლოგები და სხივური თერაპევტები.
ამ მიმართულებით ჰოსპიტალში ტარდება ყველა სახის ოპერაცია. ამას გარდა, დანერგილია ქირურგიული მიდგომები თანამედროვე მეთოდებით.
წარმატებით ხორციელდება ორგანოს შემანარჩუნებელი ოპერაციები, როგორიცაა:
- „საგუშაგო“ ლიმფური კვანძის ამოკვეთა („პირველი“ კვანძი მეტასტაზების გავრცელების გზაზე) ;
- ლამპექტომია (სარძევე ჯირკვლის ქსოვილის მცირე უბნის მოცილება).
მნიშვნელოვანია ის, რომ ორივე ოპერაცია მამოლოგიაში თანამედროვე მეთოდებია და მათი უპირატესობა ორგანოს შენარჩუნებაა. ქირურგიული ჩარევები ძუძუს კიბოს საწყის ფორმებზე, ანუ პირველი და მეორე სტადიის შემთხვევებში ტარდება.
კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრის კიდევ ერთი უპირატესობაა სხივური თერაპია, რომელიც ონკოლოგიურ პაციენტებს საჭიროების მიხედვით უტარდებათ „ვარიანის“ უახლესი ხაზოვანი ამაჩქარებლით (TrueBeam, Clinac-iX). ეს იძლევა საშუალებას, მოხდეს ჯანსაღი ქსოვილების დაცვა და დასხივება დაზიანებულ უბანზე მაქსიმალური სიზუსტით განხორციელდეს.
მამოლოგიის მიმართულება, რომელსაც ექიმი ონკოლოგი, მამოლოგი - ვლადიმერ აბესაძე ხელმძღვანელობს, დაკომპლექტებულია კვალიფიციური ექიმებით:
- მაკა გედენიძე - ონკოლოგი, მამოლოგი
- სოფიკო კვეტენაძე - ონკოლოგი, მამოლოგი
- შოთა მაღლაკელიძე - ონკოლოგი, მამოლოგი
- რუსუდან ძოწენიძე - რადიოლოგი
- მერაბ გრიგალაშვილი - რადიოლოგი