
1) რა ფუნქციას ასრულებს ნაღვლის ბუშტი და რა არის ქოლეცისტექტომიის (ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის ოპერაციის) ჩატარების ძირითადი მიზეზები?
ნაღვლის ბუშტი მსხლის ფორმის რეზერვუარია, რომელშიც ნაღველი - ღვიძლში წარმოქმნილი საჭმლის მომნელებელი წვენი გროვდება.
ქოლეცისტექტომია ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის ოპერაციაა, ქოლეცისტექტომიის ძირითადი მიზეზებია:
- ნაღვლის ბუშტის კენჭები (ქოლელითიაზი)
- ნაღვლის ბუშტის ანთება
- ნაღვლის ბუშტის პოლიპი
- ნაღვლის ბუშტში არსებული კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი პათოლოგიები
ქოლეცისტექტომიის მთავარი მიზეზი უმეტეს შემთხვევეაში ნაღვლის ბუშტში კენჭების და ანთებითი პროცესის ერთდროული ან ცალ-ცალკე არსებობაა.
2) რა სიმპტომები ახასიათებს ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობას?
კენჭების არსებობა ნაღვლის ბუშტში როგორც სიმპტომურად ისე სიმპტომების გარეშე შესაძლოა მიმდინარეობდეს.
ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობის დროს ვხვდებით შემდეგი სახის ჩივილებს:
- ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში
- ტკივილი მუცელში
- გულისრევის შეგრძნება
- ღებინება
- სკლერების და კანის სიყვითლე ( საერთო სანაღვლე სადინრის დახშობის დროს)
ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობა შესაძლოა უსიმპტომოდ, ყოველგვარი ჩივილის გარეშე მიმდინარეობდეს. ასეთ დროს ექიმებმა შესაძლოა კონსერვატიული მკურანლობის მეთოდს მიმართონ, რაც კენჭების დამშლელი მედიკამენტების გამოყენებას გულისხმობს. თუმცა, აღნიშნული მკურნალობის მეთოდი, ქირურგიული ჩარევისგან განსხვავებით, კენჭების განმეორებითი წარმოქმნისგან არ გვიცავს.
3) აუცილებელია თუ არა ქოლეცისტექტომიის ჩატარება სიმპტომების არ არსებობის შემთხვევაში?
ქოლეცისტექტომიის ჩატარება, ნაღვლის ბუშტში არსებული კენჭების უსიმპტომო ჩვენების დროსაც აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები და დროულად მოვახდინოთ ისეთი მოსალოდნელი გართულებების პრევენცია როგორებიცაა:
- კენჭის საერთო სანაღვლე სადინარში გადასვლა და გაჭედვა (ქოლედოქოლითიაზი)
- მექანიკური სიყვითლე
- სანაღვლე გზების ანთება (ქოლანგიტი)
- მწვავე პანკრეატიტი
- მწვავე ქოლეცისტოპანკრეატიტი
- ნაღვლის ბუშტის განგრენა, პერფორაცია
- ნაღვლის ბუშტის ემპიემა (ჩირქის დაგროვება)
- გამოთიშული ნაღვლის ბუშტი
4) როგორია ქოლეცისტექტომიის პოსტ-ოპერაციული პერიოდი?
ქოლეცისტექტომიის ოპერაცია უმეტეს შემთხვევეაში ლაპაროსკოპიულად, დახურული წესით ზოგადი ანესთეზიის ფონზე ტარდება. ოპერაციის დროს, მუცელზე ინსტრუმენტის შესასვლელად, რამდენიმე განაკვეთი კეთდება, რის შედეგადაც პაციენტი იღებს ჭრილობის მცირე ზომას, მარტივ სარეაბილიტაციო პერიოდს და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დროულად უბრუნდება.