
კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრის უროლოგიური სამსახური, დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდი გამოცდილების ერთეულია უროლოგიური და ონკოუროლოგიური პაციენტებისათვის, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტების უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას უროლოგიისა და ონკოლოგიის ყველა სფეროში.
პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ ჩაიტარონ სრულყოფილი დიაგნოსტიკური კვლევები, კერძოდ: კომპიუტერული ტომოგრაფია; ულტრასონოგრაფია და დოპლეროგრაფია; რენტგენოლოგია; უროდინამიკა; კლინიკური, მიკრობიოლოგიური, ბიოქიმიური, იმუნოფერმენტული, და მორფოლოგიური კვლევების სრული სპექტრი. სამედიცინო პერსონალის მაღალი კვალიფიკაცია და თანამედროვე სამედიცინო აპარატურა უზრუნველყოფს ყველაზე რთული უროლოგიური და ონკოუროლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკასა და შემდგომ მართვას.
უროლოგიური სამსახური გთავაზობთ ლაპარასკოპიულ და ენდოსკოპიურ ოპერაციებს თირკმელებზე, პროსტატაზე და შარდის ბუშტზე, კენჭის დაშლის დარტყმით ტალღოვან თერაპიას - ლითოტრიპსია.
პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ ჩაიტარონ პროსტატის კიბოს უფასო სკრინინგი.
ონკოლოგიის ცენტრში შესაძლებელია ურთულესი ონკოუროლოგიური პათოლოგიების მკურნალობა:
შარდის ბუშტის და პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობა, შარდის შეკავების უნარის და პოსტენციის შენარჩუნებით;
თირკმლისა და თირკმელზედა ჯირკვლის ავთვისებიანიანი სიმსივნის მკურნალობა;
სასქესო ასოს ავთვისებიანი სიმსივნის ქირურგიული მკურნალობა;
სათესლე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის ქირურგიული მკურნალობა
ლაპაროსკოპიული და ენდოსკოპიური უროლოგია
პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მკურნალობა
ქალებსა და მამაკაცებში შარდის შეუკავებლობის მკურნალობა
რეკონსტრუქციული უროლოგია
საშარდე მილის შევიწროების აღდგენა ლოყის ლორწოვანის ტრანსპლატაციით
მენჯ-შარდსაწვეთის სეგმენტის პლასტიკა