11 August, 2022

კიბოს უფასო სკრინინგი კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრში

კიბოს უფასო სკრინინგი კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრში

მსოფლიოში კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, შესაბამისად მაღალია დაავადების სიკვდილიანობის მაჩვენებელიც, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დაგვიანებული დიაგნოსტიკაა. კიბოს ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის შემთხვევაში კი სრული განკურნების შანსი 98%-ზე მაღალია.

სწორედ ამიტომ, კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი აქტიურადაა ჩართული კიბოს უფასო სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში და პაციენტებს დაავადების პრევენციის ოპტიმალურ საშუალებას სთავაზობს.  

 

კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრში შეგიძლიათ უფასოდ ისარგებლოთ ისეთი მომსახურებებით, როგორიცაა:

  • ძუძუს კიბოს სკრინინგი;
  • საშვილოსნოს ყელის სკრინინგი;
  • სწორი ნაწლავის კიბოს სკრინინგი;
  • პროსტატის კიბოს სკტინინგი.

 

ძუძუს კიბოს სკრინინგში შემავალი მომსახურებებია:

  • მამოლოგის გასინჯვა;
  • მამოგრაფიული გამოკვლევა;
  • ძუძუსულტრაბგერითიგამოკვლევა.

ძუძუს კიბოს სკრინინგის ჩატარება შეუძლიათ:

ქალებს 40-70 წლისჩათვლით

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგში შემავალი მომსახურებებია:

  • გინეკოლოგის კონსულტაცია
  • პაპ-ტესტის ჩატარება
  • კოლპოსკოპიურ კვლევა მორფოლოგიით ან მის გარეშე

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ჩატარება შეუძლიათ

ქალებს 25-60 წლისჩათვლით

 

სწორი ნაწლავის კიბოს სკრინინგში შემავალი მომსახურებებია:

  • ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ტესტის (FOBT) ჩატარება
  • კოლონოსკოპიურ სკრინინგი და/ან კოლონოსკოპიურ სკრინინგი მორფოლოგიით

სწორი ნაწლავის კიბოს სკრინინგის ჩატარება შეუძლიათ

ქალებსა და მამაკაცებს 50-დან 70 წლის ჩათვლით

 

პროსტატის კიბოს სკრინინგში შემავალი მომსახურება:

  • სისხლში პროსტატის კიბოს ანტიგენის (PSA) კვლევა

პროსტატის კიბოს სკრინინგის ჩატარება შეუძლიათ

მამაკაცებს 50-დან 70 წლისჩათვლით