15 March, 2023

კარდიოლოგიური სამსახურის მძლავრი ამბულატორიული მომსახურება თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში

კარდიოლოგიური სამსახურის მძლავრი ამბულატორიული მომსახურება თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში

თელავის რეფერალური ჰოსპიტლის კარდიოლოგიური სამსახური პაციენტებს კარდიოლოგიური პათოლოგიების  დიაგნოსტიკასა და ამბულატორიულ მართვას სთავაზობს. განყოფილებაში გამოიყენება ისეთი სადიაგნოსტიკო მეთოდები, როგორიცაა:

  • კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები;
  • ექოკარდიოგრაფია;
  • ეკგ;
  • ინვაზიური კვლევები (ანგიოგრაფია, შემდგომი ანგიოპლასტიკით);
  • დატვირთვის ტესტი;
  • ჰოლტერის მონიტორინგი (24, 48 და 72 სთ-იანი);
  • კომპიუტერული ტომოგრაფია.

კარდიოლოგიის სამსახურში, თანამედროვე გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით, ხორციელდება:

  • გულის იშემიური დაავადებების დიაგნოსტიკა და ამბულატორიული მართვა;
  • გულის თანდაყოლილი მანკების დიფერანციაცია;
  • გულის არითმიების დიაგნოსტირება და გეგმიური მართვა;
  • სარქვლოვანი პათოლოგიების დიაგნოსტირება და გეგმიური მართვა;
  • კარდიომიოპათიების დიაგნოსტირება და ამბულატორიული მართვა და ა.შ

თელავის რეფერალური ჰოსპიტლის კარდიოლოგიის სამსახურის ამბულატორიული მიმართულება დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდით, რომელსაც კარდიოექოსკოპისტი და კარდიოლოგი, დავით თაბუკაშვილი ხელმძღვანელობს. აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალში, მოკლე დროში, იგეგმება გადაუდებელი კარდიოლოგიური სამედიცინო მომსახურების ამოქმედება.