14 June, 2022

კარდიოლოგიური სამსახური ფოთის სამედიცინო ცენტრში

კარდიოლოგიური სამსახური ფოთის სამედიცინო ცენტრში

ფოთის სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგიური სამსახური 18 წლის ზევით ასაკის პაციენტებს კარდიოლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას სთავაზობს. სადიაგნოსტიკოდ ჰოსპიტალში გამოიყენება ისეთი გამოკვლევის მეთოდები, როგორიცაა:

  • ექოკარდიოგრაფია;
  • ელექტროკარდიოგრაფია;
  • ლაბორატორიული კვლევები.

კლინიკაში ხორციელდება შემდეგი პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მკურნალობა:

  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • მიოკარდიუმის ინფარქტი;
  • გულის იშემიური დაავადებები;
  • არითმიები;
  • კარდიომიოპათიები და ა.შ

პაციენტის მართვაში კარდიოლოგთან ერთად საჭიროებისაებრ ერთვება სხვადასხვა დარგის სპეციალისტები: ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, გადაუდებელი მედიცინის ექიმი, რეანიმატოლოგი და ქირურგი. განყოფილებაში ხორციელდება თანამედროვე გაიდლაინებითა და პროტოკოლებით გათვალისწინებული მკურნალობა.

ფოთის სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგიურ მიმართულებას ხელმძღვანელობს კარდიოლოგი, გია მიქაძე.