
ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი 15 წლიდან ასაკის პაციენტებს სთავაზობს კარდიოლოგიურ და კარდიოინტერვენციულ მომსახურებას. თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა კი პაციენტებს საშუალებას აძლევს ჩაიტარონ შემდეგი დიაგნოსტიკური კვლევები:
- ელექტროკარდიოგრაფია (ე.კ.გ);
- ექოკარდიოგრაფია (გულის ულტრასონოგრაფია);
- დატვირთვის ე.კ.გ ტესტი;
- ექოკარდიოგრაფიული დატვირთვის ტესტი;
- 24 საათიანი ამბულატორიული ე.კ.გ მონიტორინგი;
- ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია;
- ნაყოფის ექოკარდიოგრაფია.
ჰოსპიტალური მომსახურების მიღება პაციენტებს შეუძლიათ, როგორც გეგმიურ, ასევე გადაუდებელ რეჟიმში. თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად აღჭურვილ ინტერვენციული კარდიოლოგიის სამსახურში ხორციელდება:
- კორონარული ანგიოგრაფია;
- კორონარული არტერიების ანგიოპლასტიკა და სტენტირება;
- დროებითი კარდიოსტიმულატორის (პეისმეიკერის) იმპლანტაცია და ა.შ
ჰოსპიტალში ხორციელდება გულის შემდეგი პათოლოგიების სტაციონარული მართვა:
- გულის იშემიური დაავადება;
- მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი;
- არასტაბილური სტენოკარდია;
- გულის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა;
- სხვადასხვა სახის ბრადიარითმიების მართვა და ა.შ.
ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის კარდიოლოგიური და კარდიოინტერვენციული განყოფილება დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური გუნდით, რომელთა წევრებს: გიორგი ნიკოლაიშვილსა და რამაზ ღლონტს გავლილი აქვთ სტაჟირება მსოფლიოს წამყვან კლინიკებში. კარდიოლოგიურ მიმართულებას ხელმძღვანელობს ევექსის ჰოსპიტლების კარდილოგიის, ინტერვენციული კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს წევრი, გიორგი ნიკოლაიშვილი.