ეს არის C ჰეპატიტთან ხანგრძლივი ბრძოლისა და მამა-შვილის თავგანწირვის საოცარი ისტორია, რომელსაც კეთილი დასასრული აქვს. შუახნის მამაკაცს დაავადება 2008 წელს დაუდგინდა. მკურნალობა უშედეგოდ მიმდინარეობდა. 2015 წლიდან, მას შემდეგ, რაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ამოქმედდა, ის მასში იმედიანად ჩაერთო, თუმცა იმედი კვლავ გაუცრუვდა. საბედნიეროდ, უფრო წარმატებული აღმოჩნდა მკურნალობის მესამე კურსი, რომლის შედეგადაც მამაკაცმა დაავადება დაამარცხა.
მიუხედავად პირველი წარმატებისა, პაციენტს ხანგრძლივი და უშედეგო მკურნალობის შედეგად ღვიძლის ტერმინალური დაავადება და ღვიძლის სიმსივნე დაუდგინდა. ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმებმა ოჯახი გააფრთხილეს, რომ ტრანსპლანტაცია სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი და უალტერნატივო შესაძლებლობა იყო. სხვა შემთხვევაში, მამაკაცს 3 თვის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი.
როგორც თავად პაციენტი იხსენებს, მისი მეუღლე და შვილი დაუყოვნებლივ შეუდგნენ ანალიზების გაკეთებას დონორი ღვიძლის შესაბამისობის დასადგენად: „დიაგნოზის მიღებაზე მძიმე ჩემთვის ჩემი ერთადერთი შვილის დონორის სტატუსით განხილვა იყო. ძალიან გამიჭირდა, თუმცა კვლავ მათი დაჟინებული თხოვნით დავთანხმდი. საბოლოოდ, შესაფერისი სწორედ მისი ორგანო აღმოჩნდა,“- იხსენებს ის.
ოპერაცია წარმატებით ჩაატარა ტრანსპლანტოლოგმა კახაბერ ქაშიბაძემ, ხოლო პაციენტი მართა და მკურნალობის პროცესში ჩართული ამ დრომდეა ჩართული ჰეპატოლოგი, სოფიო ბერიძე, რომელიც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმდინარეობას მუდმივად უწევს მონიტორინგს.