26 July, 2021

ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტლის ნევროლოგიური განყოფილების უპირატესობები

ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტლის ნევროლოგიური განყოფილების უპირატესობები

ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტლის ნევროლოგიური დეპარტამენტი პაციენტებს სთავაზობს როგორც ამბულატორიულ, ასევე - სტაციონარულ მომსახურებას. არასტაციონარული განყოფილება მოიცავს ისეთი ნევროლოგიური დარღვევების მართვას, როგორებიცაა:

  • ეპილეფსიური და არაეპილეფსიური გულყრები;
  • მოძრაობათა დარღვევები;
  • ინფექციური და აუტოიმუნური გენეზის პათოლოგიები;
  • თავის ტკივილი;
  • მეხსიერების დარღვევები;
  • ქცევის პათოლოგია და ა.შ.



სტაციონარული მომსახურების დროს კი ხორციელდება მწვავე ნევროლოგიური დარღვევების, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანების დროული მკურნალობა. არსებული  ნევროლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებისა და შემდგომი მართვისთვის კლინიკაში ტარდება თანამედროვე ტექნოლოგიური გამოკვლევები:

  • ელექტროენცეფალოგრაფია;
  • ელექტრონეირომიოგრაფია;
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (თავის, ზურგის ტვინის და პერიფერიული ნერვული სისტემის გამოკვლევისთვის);
  • კომპიუტერული ტომოგრაფია.


მწვავე ნევროლოგიური დარღვევის მქონე პაციენტებს, ჰოსპიტალში შემოსვლისთანავე, (პირველი 1 საათის განმავლობაში) მიეწოდებათ მრავალპროფილური სამედიცინო მომსახურება (სასწრაფო ჩარევის საჭიროების შემთხვევაში ნეიროქირურგის მუდმივი მზადყოფნით)  ნევროლოგის მენტორობით.


უნდა აღინიშნოს იშემიური ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდი - სისტემური (მედიკამენტური) თრომბოლიზისი. ენდოვასკულური პროცედურა ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში წარმატებით ტარდება. ამ მეთოდის საშუალებით მწვავე ნევროლოგიური სიმპტომების გამოვლენიდან პირველი 4,5 საათის განმავლობაში, სისხლძარღვში თრომბის დაშლა თრომბოლიზური მედიკამენტის ინტრავენური შეყვანის გზით ხორციელდება. შედეგად, დაზიანებულ უბანში სისხლის მიმოქცევა აღდგება და ტვინის ქსოვილის დაზიანების რისკი მნიშვნელოვნად მცირდება. ამ ინოვაციური მიდგომის წყალობით, პაციენტი მალევე უბრუნდება სრულფასოვანი, ყოველდღიური ცხოვრების რიტმს.


ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში თანამედროვე სტანდარტებით მკურნალობას ახორციელებს ნევროლოგთა გუნდი იოსებ დუშაშვილის ხელმძღვანელობით.