
ზაფხულის ცხელ პერიოდში ხშირია კანის ბაქტერიული და ჩირქოვანი ინფექციების მატების რისკი.
განსაკუთრებით იზრდება ფოლიკულიტებისა და იმპეტიგოს სიხშირე. იმპეტიგოს წარმოქნის ფაქტორს წარმოადგენს გრამდადებითი კოკები, რომლებსაც მიეკუთვნებიან სტაფილოკოკები და სტრეფტოკოკები.
იმპეტიგოს განვითარების რისკ-ფაქტორებია:
- ზაფხულის ცხელი პერიოდი;
- ცუდი სანიტარული პირობები;
- იმუნოდეფიციტი;
- კანის საფარველის დარღვევა;
- მიკრო ტრამვები;
- კოღოს ნაკბენი;
- კონტაქტული დერმატიტი.
იმპეტიგოს სიმპტომებს შორის განსაკუთრებით ნიშანდობლივია მისი ლოკალიზაცია, კერძოდ, ზურგისა და გულ-მკერდის მიდამოებში, როცა კანზე არის მტკივნეული წითელი ფერის ჩირქოვანი ელემენტები, რომლებიც დროთა განმავლობაში იხსნებიან, გარდაიქმნებიან სისხლმდენ პატარა ეროზიებად და ჩირქის გამოყოფის შედეგად კანი იფარება ქერქით.
იმპეტიგოს პროფილაქტიკისთვის აუცილებელია შემდეგი წესების დაცვა:
- სისუფთავე;
- ვიტამინიზირებული კვებითი რაციონი;
- ბუნებრივი ქსოვილის ტანსაცმლის გამოყენება;
- იმუნიტეტის გაძლიერება;
- ცხოვრების ჯანსაღი წესი.
ბავშვებში ფოლიკულიტის გამომწვევი ბაქტერიაა ოქროსფერი სტაფილოკოკი, ასევე ჰერპესი და სოკო.
ზაფხულის პერიოდიში ბავშვები ხშირად თამაშობენ ქუჩაში, რის გამოც იღებენ მიკრო ტრამვებს, რაც შეიძლება იყოს ერთერთი მიზეზი ფოლიკულიტის განვითარებისა. რისკ-ფაქტორია ასევე არაქლორირებულ აუზზე ბანაობა, ცხიმიანი კანი.
ძირითადი ლოკალიზაციის ადგილებია: საჯდომი, კიდურები და ზურგი.
ფოლიკულიტის დროს შესაძლოა ტემპერატურის მატება, ასევე, კუჭ-ნაწლავის ტრაქიტის დარღვევა იშვიათ შემთხვევებში.
ფოლიკულიტის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია:
- ხელების ხშირი დაბანა;
- ჭრილობების დამუშავება ანტისეფტიკური ლოსიონით;
- ჭრილობის შეხვევა;
- სააბაზანოს ხშირი დეზინფექცია;
- აუზების უზრუნველყოფა ქლორირებული წყლით;
- დაავადებული მოზრდილებისგან დისტანციის დაცვა.
ბლოგი მომზადებულია ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტლის ექიმი-დერმატოლოგის ეკა ვაშაკიძის მიერ.