06 December, 2021

ინტერვენციული კარდიოლოგების მაღაკვალიფიციური გუნდი დასავლეთ საქართველოს გულის ცენტრში

ინტერვენციული კარდიოლოგების მაღაკვალიფიციური გუნდი დასავლეთ საქართველოს გულის ცენტრში
ინტერვენციული კარდიოლოგია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ინვაზიურ დიაგნოსტიკასა და კათეტერული მეთოდებით მკურნალობას გულისხმობს. ამ მიმართულებით დასავლეთ საქართველოს გულის ცენტრში პაციენტებისთვის მაღალკვალიფიციური, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო მომსახურების მიღებაა ხელმისაწვდომი. ჰოსპიტალში  ფუნქციონირებს უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კათეტერიზაციის ლაბორატორია, რომელიც უახლესი თაობის სამედიცინო აპარატურით არის აღჭურვილი და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ინვაზიური დიაგნოსტიკური და ინტერვენციული პროცედურების ჩატარებას უზრუნველყოფს.


დასავლეთ საქართველოს გულის ცენტრი პაციენტებს ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას 24 საათის განმავლობაში, ერთ სივრცეში სთავაზობს. ჰოსპიტალში ხელმისაწვდომია კორონაროგრაფია, ვენტრიკულოგრაფია, ბალონური ანგიოპლასტიკა, სტენტის იმპლანტაცია, მათ შორის უახლესი თაობის წამლით დაფარული და გაწოვადი პოლიმერული სტენტებით და სხვა. ასევე, ფუნქციონირებს ჰიბრიდული საოპერაციო, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, ქირურგიული ინტერვენციული ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.


ინტერვენციული კარდიოლოგიის მიმართულებას ჰოსპიტალში ზაზა აწყვერელი ხელმძღვანელობს. მან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა და სწავლა კარდიოლოგიის მიმართულებით განაგრძო. სწავლის დასრულების შემდგომ, პროფესიული მოღვაწეობა ქუთაისში დაიწყო. ევექსის ჰოსპიტალურ ქსელს ზაზა აწყვერელი 2011 წელს შეუერთდა. ისევექსის კარდიოლოგია/კარდიოქირურგია/ ინტერვენციული კარდიოლოგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს აქტიური წევრია.


ჰოსპიტალში პაციენტებს ზაზა აწყვერელთან ერთად ემსახურება გამოცდილი ინტერვენციული კარდიოლოგი, ალექსანდრე მუშკუდიანი. პაციენტების მიღება ყოველ დღე ხორციელდება.  შესაძლებელია ექიმთან ვიზიტის წინასწარ დაჯავშნაც ნომერზე: 2 55 05 05.