07 December, 2021

იმუნიზაციის კაბინეტი მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში

იმუნიზაციის კაბინეტი მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში

მ. იაშვილის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ფუნქციონირებს იმუნიზაციის კაბინეტი, რომელშიც ტარდება ეროვნული კალენდრის მიხედვით გათვალისწინებული ყველა გეგმიური ვაქცინაცია, აგრეთვე, პაციენტების მოთხოვნის შესაბამისად, შესაძლებელია კომერციული ვაქცინების ჩატარებაც.

ეროვნული კალენდრის მიხედვით, კეთდება შემდეგ ვაქცინები:

  • ჰექსაქსინი ( 6 კომპონენტიანი ვაქცინა ) – 2 თვის ასაკიდან
  • პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა - 2 თვიდან, რევაქცინაცია - 4 თვისა და 1 წლის ასაკში
  • როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა - 2 თვიდან, რევაქცინაცია - 3 თვის ასაკში
  • წითელას, წითურასა და ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინა - 1 წლის ასაკში, რევაქცინაცია - 5 წლის ასაკში
  • ტეტრაქსინი ( ოთხ კომპონენტიანი ვაქცინა, დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველასა და პოლიომიელიტის საწინააღმდეგოდ) – 18 თვის ასაკში, რევაქცინაცია - 5 წლის ასაკში
  • დიფტერია, ტეტანუსი - 14 წლის ასაკში
  • პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა

ჰოსპიტალში მოქმედებს კოვიდის საწინააღმდეგო იმუნიზაციის კაბინეტიც, რომელიც ფუნქციონირებს 12 საათის განმავლობაში და მოიცავს pfizer-ით ვაქცინაციას. პაციენტებს  აღნიშნული აცრის ჩატარება შეუძლიათ წინასწარი რეგისტრაციის გარეშეც.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის კაბინეტს ემსახურება გადაუდებელი მედიცინის ექიმი, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად იქნას აღმოჩენილი პირველადი დახმარება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია ანაფილაქსიური შოკის სამართავად.

მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის ვაქცინაციის მიმართულებას ხელმძღვანელობს გადაუდებელი მედიცინის ექიმი და პედიატრი, ლია აბულაძე.