მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმებმა პატარა პაციენტი გადაარჩინეს.
1 წლისა და 6 თვის ბიჭს ძვალი საყლაპავში გაეჭედა და დაზიანება მიაყენა. უცხო სხეული ქირურგებმა - ლევან ხარაშვილმა და იური ნადირაშვილმა ენდოსკოპიური მეთოდით ამოუღეს, თუმცა დაზიანების სირთულისა და მიმდინარეობის ფონზე, განვითარდა მედიასტინალური და მარჯვენა პლევრის ღრუს ემპიემა (უკანა შუასაყრისა და მარჯვენა გულმკერდის ღრუს დაჩირქება). შესაბამისად, საჭირო გახდა თორაკოტომია, მედიასტინოტომია და გასტროსტომია. ბავშვს მოსცილდა ინფექციის კერა და კუჭში მუცლის კედლიდან ჩაიდგა სპეციალური მილი საკვების მისაღებად.
ოპერაციის შემდგომ პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სწრაფად გაუმჯობესდა. ბავშვი ამჟამად მკურნალობას რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტში განაგრძობს.