20 December, 2019

გიორგი აბაშიშვილი - სარეზიდენტო პროგრამა „ანესთეზიოლოგია-რენიმატოლოგია“

გიორგი აბაშიშვილი - სარეზიდენტო პროგრამა „ანესთეზიოლოგია-რენიმატოლოგია“
გაიცანით, გიორგი აბაშიშვილი, რომელმაც დაასრულა ევექსის სარეზიდენტო პროგრამა „ანესთეზიოლოგია-რენიმატოლოგია“ გრანტით. დასაქმებულია ივ. ბოკერიას ჰოსპიტალში.
ყველაზე მაღლი შეფასების მქონე რეზიდენტს ევექსი ჰოსპიტლებმა 6 თვიანი საექიმო პრაქტიკა ისრაელის წამყვან სამედიცინო ცენტრში დაუფინანსა.

სად არის ჩემი სახლი? ჩემი სახლი რეანიმაციაა - ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად, საჭიროდ და პროდუქტიულად ვგრძნობ თავს. ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია ხომ ცხოვრების გზად შემთხვევით არ ამირჩევია. ჩემი გადაწყვეტილება გააზრებული, კარგად ნაფიქრი იყო. ასეთივე თავდაჯერებული ვიყავი სკოლის დამამთავრებელ კლასებშიც, როცა ჰიპოკრატეს ფიცის დადება და მედიცინის ანბანის შესწავლა გადავწყვიტე.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლისას რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში სტაჟიორად დავიწყე მუშაობა. სწორედ მაშინ მოვიწამლე იმ მტვრით, რომელიც მარტო სცენას როდის ჰგავს. მოგვიანებით მ. იაშვილის სახელობის ცენტრალურ საავადმყოფოში ექთნისა და უმცროსი ექიმის პოზიციები მეკავა, ახლა კი ივ. ბოკერიას ჰოსპიტლის ბავშვთა გახანგრძლივებული ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელი ვარ.
გზა დღევანდელ დღემდე მარტივი არ ყოფილა. ზოგადად, სამედიცინო სფეროში მარტივი არაფერია, თუმცა დაბრკოლებები ხელოვნურად არავის შეუქმნია. სწორედ ამიტომ მიმაჩნია დიპლომისშემდმგომი სწავლების ჩემი არჩევანი ძალიან სწორად: ევექსის სარეზიდენტო პროგრამით იმის გათვალისწინებით დავინტერესდი, რომ ქსელის კლინიკური ბაზები საკმაოდ მრავალფეროვანი და მრავალპროფილური იყო, ეს კი არჩევანის და შესაძლებლობების მეტ თავისუფლებას მაძლევდა. მოვიპოვე 80%-იანი დაფინანსებაც და მივიღე საუკეთესო გამოცდილება ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში.

შეუძლებელია, სათანადოდ არ აფასებდე მედიცინის ისეთი კორიფეების მოსწავლის სტატუსს, როგორებიც ზურაბ გურული და მერაბ კილაძე არიან. გამიმართლა მოდულების ხელმძღვანელებსა და თითოეულ იმ ადამიანშიც, რომელიც მუდამ მზად იყო, რეზიდენტებისთვის მაქსიმალური დახმარება გაეწია.