17 June, 2022

გასტროენტეროლოგიური სერვისი ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში

გასტროენტეროლოგიური სერვისი ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში

ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა 0-დან 18 წლამდე ასაკის პაციენტებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიების დიაგნოსტიკასა და მართვას სთავაზობს. დიაგნოსტიკისათვის ჰოსპიტალში გამოიყენება ისეთი მაღალტექნოლოგიური კვლევები, როგორიცაა:

  • ულტრასონოგრაფია;
  • ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია;
  • კოლონოსკოპია (მსხვილი ნაწლავის კვლევა);
  • რექტოსკოპია (სწორი ნაწლავის გამოკვლევა);
  • რენტგენოლოგიური კვლევა კონტრასტის გარეშე და კონტრასტით (ორალური, რექტალური კონტრასტირება);
  • ლაბორატორიული ტესტირება: კლინიკური, ბიოქიმიური და სეროლოგიური კვლევები (მათ შორის H.pyloris-ს დიაგნოსტიკა).

ჰოსპიტალში ხორციელდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შემდეგი ფუნქციური და ორგანული პათოლოგიების მართვა:

  • საყლაპავის პათოლოგიები (გასტროეზოფაგური რეფლუქსი, ეზოფაგიტი);
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პათოლოგიები (პეპტიური წყლული, გასტრიტი, დუოდენიტი ა.შ);
  • წვრილი ნაწლავის პათოლოგიები (ენტერიტები);
  • მსხვილი ნაწლავის პათოლოგიები (კრონის დაავადება, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, ყაბზობა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი);
  • სწორი ნაწლავის დაავადებები;
  • ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და პანკრეასის (კუჭქვეშა ჯირკვალი) დაავადებები;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანებით მიმდინარე სისტემური, ქრონიკული და მეტაბოლური დაავადებები (მაგ., ცელიაკია, ცისტური ფიბროზი);
  • მალაბსობციით მიმდინარე (მონელებისა და შეწოვის დარღვევა) დაავადებები;
  • კვებითი დეფიციტი, ცილა-ენერგეტიკული დეფიციტით გამოწვეული ზრდა-განვითარებაში ჩამორჩენა.

კლინიკაში მკურნალობა თანამედროვე გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით ხორციელდება. აღსანიშნავია, პაციენტების მართვაში მულტიპროფილური გუნდის ჩართულობა - გასტროენტეროლოგის, ქირურგის, ნეფროლოგის, ენდოკრინოლოგის, პედიატრისა და ნეონატოლოგის სახით.

ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გასტროენტეროლოგიურ მიმართულებას ხელმძღვანელობს პედიატრი, ბავშვთა გასტროენტეროლოგი და საერთაშორისო კლინიკური კვლევების მკვლევარი, მედიცინის დოქტორი, ციცინო ფარულავა.