
ფოთის ჰოსპიტლის ტრავმატოლოგიური სამსახური პაციენტებს ძვალ-სახსროვანი სისტემის გეგმიური და გადაუდებელი პათოლოგიების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას სთავაზობს. დიაგნოსტიკისთვის კლინიკაში გამოიყენება ისეთი გამოკვლევის მეთოდები, როგორიცაა:
- ლაბორატორიული კვლევები;
- რენტგენი;
- ულტრასონოგრაფია;
- კომპიუტერული ტომოგრაფია.
განყოფილებაში ხორციელდება შემდეგი პათოლოგიების თანამედროვე ოპერაციული მკურნალობა:
- ძვლების მოტეხილობის დროს - როგორც შიდა (ფირფიტებითა და ჭანჭიკებით), ისე გარეგანი ფიქსაცია (ღეროვანი აპარატებით);
- დახურული მოტეხილობების დროს - ლულოვანი ძვლების (ბარძაყი, მხარი, წვივი) ინტრამედულარული ოსტეოსინთეზი (გატეხილი ძვლის აღდგენა ინტრამედულარული ღეროების გამოყენებით) ;
- ართროზების, ტრავმებისა და თანდაყოლილი პათოლოგიების დროს - სახსრების ენდოპროთეზირება (დაზიანებული სახსრის ხელოვნური იმპლანტით ჩანაცვლება);
- არასწორად შეხორცებული ან შეუხორცებელი მოტეხილობის დროს - რეკონსტრუქციული ოპერაციები;
- მყესების ღია დაზიანების დროს - მათი პირველადი გაკერვა ან პლასტიკური აღდგენა;
- პოდრაგრის დროს - საკორექციო ოსტეოტომია (თანამედროვე მიდგომით პოდაგრის მოკვეთა და ფირფიტებით აღდგენა).
ფოთის ჰოსპიტლის ტრავმატოლოგია-ორთოპედიის სამსახური დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და გამოცდილი გუნდით, რომელსაც ტრავმატოლოგ-ორთოპედი, რაულ პაქსაძე ხელმძღვანელობს.