
ფოთის ჰოსპიტლის პედიატრიული სამსახური 0-დან 18 წლამდე ასაკის პაციენტებს თერაპიული პათოლოგიების დიაგნოსტიკას, მართვასა და გადაუდებელ ამბულატორიულ მომსახურებას სთავაზობს. დიაგნოსტიკისთვის კლინიკაში გამოიყენება ისეთი მაღალტექნოლოგიური კვლევები, როგორიცაა:
- კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები;
- რენტგენი;
- ულტრასონოგრაფია;
- 15 წლიდან ზემოთ ასაკის პაციენტებში - ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია;
- კომპიუტერული ტომოგრაფია;
განყოფილებაში ხორციელდება შემდეგი დაავადებების მართვა:
- ზედა და ქვედა სასუნთქი სისტემის პათოლოგიები;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციური (ვირუსული და ბაქტერიული) დაავადებები;
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების პირველადი დიაგნოსტიკა;
- ალერგიული დაავადებები;
- ოფთალმოლოგიური პათოლოგიები;
- ენდოკრინოლოგიური დაავადებების პირველადი დიაგნოსტიკა;
- ტრავმული პათოლოგიები და ა.შ
პედიატრიის განყოფილება პაციენტებს სთავაზობს რაბიოლოგიურ მომსახურებასაც. კლინიკაში გარდა გეგმიური ვაქცინებისა, ხორციელდება გადაუდებელი იმუნიზაციაც (მაგ., ცოფისა და ტეტანუსის საწინააღმდეგო იმუნიზაცია).
აღსანიშნავია, პაციენტის მართვაში, საჭიროებისამებრ, მულტიპროფილური გუნდის ჩართულობა - ტრავმატოლოგის, ქირურგის, რაბიოლოგისა და რადიოლოგის სახით.
ფოთის ჰოსპიტლის პედიატრიული სამსახურის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური გუნდი ხშირად ესწრება საერთაშორისო კონფერენციებს და ნერგავს მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს. გუნდს კი პედიატრი და გადაუდებელი მედიცინის ექიმი - ნინო ჭანტურია ხელმძღვანელობს, რომელიც ამავდროულად საქართველოს რესპირაციული ასოციაციის ფოთის ორგანიზაციის ხელმძღვანელია.