30 November, 2022

ფილტვის გარეგანი სუნთქვის ფუნქციის სადიაგნოსტიკო მეთოდი - სპირომეტრიული კვლევა ქობულეთის ჰოსპიტალში

ფილტვის გარეგანი სუნთქვის ფუნქციის სადიაგნოსტიკო მეთოდი - სპირომეტრიული კვლევა ქობულეთის ჰოსპიტალში

ქობულეთის ჰოსპიტლის პულმონოლოგიური სერვისი პაციენტებს, რიგი პათოლოგიების დასადგენად, ფილტვის მოცულობის განმსაზღვრელ მარტივსა და ეფექტურ კვლევის მეთოდს - სპირომეტრიას სთავაზობს. აღნიშნული კვლევის ჩატარების ძირითადი ჩვენება სუნთქვის უკმარისობა და მასთან ასოცირებული სიმპტომებია.

სპირომეტრია ღირებული კვლევაა ფილტვის ანთებითი დაავადებებისა და ასთმური სტატუსის დიაგნოსტირებაში, ხოლო ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების (ფქოდ) დროს, იგი ოქროს სტანდარტის კვლევას წარმოადგენს.

თამბაქოს მომხმარებლების უმეტესობას აღენიშნება სუნთქვის უკმარისობა, რაც ძირითადად ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებითაა (ფქოდ) განპირობებული, თუმცა ხშირად აღნიშნული სიმპტომი გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებთან ასოცირდება. შესაბამისად,სპირომეტრიული კვლევა წარმატებით გამოიყენება მწეველთა სუნთქვის უკმარისობის გამომწვევი მიზეზების დიფერენცირებაში.

ჰოსპიტალში, თანამედროვე გაიდლაინებისა და პროტოკოლების გათვალისწინებით, სპირომეტრია გამოიყენება როგორც წინასაოპერაციო დიაგნოსტიკური ტესტი - ფილტვის პათოლოგიების გამოსარიცხად.

როგორც აღვნიშნეთ, სპირომეტრია არის უმტკივნეულო, სწრაფი, მარტივი და ეფექტური კვლევა, რომელიც შესაძლოა ღირებული და ინფორმატიული აღმოჩნდეს გეგმიურ ვიზიტზე მოსული პაციენტისთვისაც. აგრეთვე აღნიშნული დიაგნოსტიკური საშუალება წარმატებით შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ქრონიკულ მწეველთა სკრინინგ-ტესტი.

ქობულეთის ჰოსპიტალში სპირომეტრიულ კვლევას ახორციელებს პულმონოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, ექიმი ავთო ღაღაიშვილი.