22 December, 2020

ექიმის თავგანწირვა კოვიდ-ინფიცირებული პაციენტის გადასარჩენად

ექიმის თავგანწირვა კოვიდ-ინფიცირებული პაციენტის გადასარჩენად

ივ.ბოკერიას სახელობისჰოსპიტალში კოვიდ-დადებითი პაციენტი L ტიპის პნევმონიის დიაგნოზით შეიყვანეს. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე ექიმებმა არაინვაზიური სეანსის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს, რაც, თავის მხრივ, დამხმარე რეჟიმით ვენტილაციას გულისხმობდა. სტაბილურ მდგომარეობაში მყოფი ქალის მდგომარეობა კი რამდენიმე დღეში დამძიმდა.

მოულოდნელად განგაში ატყდა.. პაციენტს სუნთქვა შეუჩერდა.. ექიმს ეკიპირების ჩაცმის დროც კი აღარ ჰქონდა, რადგან პაციენტი სასწრაფო  დახმარებას საჭიროებდა. საოპერაციო ბლოკში, მისი მკურნალი ექიმის, მირანდა ჩარუმაშვილის შესვლისთანავე პაციენტი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს და მისი ინტუბაცია დაუყოვნებლივ მოახდინეს.

რამ გამოიწვია პაციენტის უეცარი დამძიმება?

კოვიდპნევმონიას ზოგადად ძალიან აგრესიული მიმდინარეობა ახასიათებს, ამ შემთხვევაში კი პაციენტს გადატანილი ჰქონდა კორონარული შუნტირება, რაც  მის მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებდა, შესაბამისად ასაკთან ერთად, თავისმხრივ, ესეც გავლენას ახდენდა.

საკუთარი ინფიცირების რისკის მიუხედავად, მხოლოდ პირბადით შეხვედით საოპერაციო ბლოკში.. 

ეკიპირების ჩაცმას მას დიდი დრო მიაქვს, ამიტომაც როდესაც პაციენტი უეცრად მძიმდება ასე ვიქცევით, პირდაპირ შევდივართ. იმ მომენტში კი არავინ ფიქრობს საკუთარ თავზე. მახსოვს, მხოლოდ პირბადე მეკეთა, ხელთათმანის გაკეთებაც გზაში მოვასწარი და შესვლისთანავე დავიწყე ინტუბაცია. სიმართლე გითხრათ, ემოციები არ მახსოვს, რადგან ასეთ დროს სრულიად კონცეტრირებულნი ვართ სიცოცხლის გადარჩენაზე.

შესაბამისი მკურნალობის შედეგად პაციენტმა კორონავირუსი დაამარცხა და 2 კვირაში ბინაზე გაეწერა.

 

მიწერე მადლობა მირანდა ექიმს www.miceremadloba.ge