ენდოკრინული პათოლოგიები ბავშვებში არც თუ ისე იშვიათია და, როგორც მსოფლიო მედიკოსები თანხმდებიან, მათ დროულ დიაგნოსტირება-მკურნალობას ზრდა-განვითარების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამ მიზნით ფუნქციონირებს ბავშვთა ენდოკრინოლოგიის მიმართულება დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, რომელიც პატარებსა და მოზარდებს სრულყოფილ გამოკვლევებსა და მკურნალობის სწორი ტაქტიკის განსაზღვრას სთავაზობს.
პრევენციული, სადიაგნოსტიკო თუ სამკურნალო პროცესი მსოფლიოს უახლეს სტანდარტებზე დაყრდნობით მიმდინარეობს. ჰოსპიტალში ყველა სახის გამოკვლევის ჩატარებაა შესაძლებელი. მათ შორის ხელმისაწვდომია როგორც ულტრაბგერითი და ლაბორატორიული გამოკვლევა, ასევე - მაღალტექნოლოგიური კვლევები, მათ შორის კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.
აღნიშნული მიმართულებით ჰოსპიტალში პაციენტებს ყოველ სამუშაო დღეს 10:00-დან 17:00 საათამდე ბავშვთა ენდოკრინოლოგი, შორენა ბერდელიძე ემსახურება. მან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი დაამთავრა და რამდენიმეწლიანი პრაქტიკული საქმიანობის შემდეგ სწავლა ენდოკრინოლოგიის მიმართულებით განაგრძო.
შორენა ბერდელიძე ევექსის ჰოსპიტალურ გუნდს 2012 წლიდან პედიატრის პოზიციაზე შემოუერთდა. ამჟამად დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში მას ბავშვთა ენდოკრინოლოგის პოზიცია უჭირავს და აქტიურადაა ჩართული როგორც ამბულატორიული, ასევე - სტაციონარული პაციენტების მართვაში.