17 May, 2022

ენდოკრინოლოგიური სამსახური ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში

ენდოკრინოლოგიური სამსახური ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის ენდოკრინოლოგიური სერვისი 15 წლის ასაკის ზევით პაციენტებს ენდოკრინული და მეტაბოლური დაავადების დიაგნოსტიკასა და მართვას სთავაზობს. დიაგნოსტიკისთვის ჰოსპიტალში გამოიყენება ლაბორატორიული კვლევები, ასპირაციული ბიოფსია და ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური გამოკვლევები, როგორიცაა: ულტრასონოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია.

ჰოსპიტალში ხორციელდება:

  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მართვა;
  • შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა (ტიპი 1, 2);
  • ჭარბი წონისა და სიმსუქნის თერაპიული მართვა;
  • ბარიატრიული (პათ. სიმსუქნის ოპერაციული მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი) პაციენტის პრე და პოსტოპერაციული მართვა;
  • თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
  • ჰიპოფიზის დაავადებების მართვა;
  • პარათირეოიდული ჯირკვლების დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
  • რეპროდუქციული სისტემის დაავადებების ენდოკრინული მართვა და ა.შ

ენდოკრინოლოგიური სამსახური დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და გამოცდილი პერსონალით, რომელიც პაციენტებს თანამედროვე გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით შემუშავებულ მკურნალობას სთავაზობს. აღსანიშნავია, პაციენტის მართვაში ექიმების მულტიპროფილური ჩართულობა. მაგალითად, რეპროდუქციული სისტემის დაავადებების მკურნალობის პროცესში ენდროკრინოლოგი და გინეკოლოგი მონაწილეობენ. მულტიპროფილური მიდგომის კიდევ ერთი მაგალითია შაქრიანი დიაბეტი, რომლის მართვაში კარდიოლოგიური, ნევროლოგიური, ოფთალმოლოგიური და ენდოკრინოლოგიური სამსახური ერთდროულადაა ჩართული.

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის ენდოკრინოლოგიურ მიმართულებას ხელმძღვანელობს ენდოკრინოლოგი ხათუნა ჩაკვეტაძე, რომელსაც პოსტდიპლომური კლინიკური მომზადება გავლილი აქვს დიდი ბრიტანეთისქ. კარდიფის უნივერსიტეტის ბაზაზე. ამავდროულად, ის არის საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაციების წევრი და აქტიურად მონაწილეობს მათ მიერ ორგანიზებულ კონფერენციებში.