
- რა არის ფარისებრი ჯირკვალი და რა ფუნქცია აკისრია მას?
ფარისებრი ჯირკვალი კისრის წინა ზედაპირთან მდებარე პეპლის ფორმის ენდოკრინული ორგანოა.მისი წონა დაახლოებით 10-25გრამია. ის გამოიმუშავებს ორ ძირითად ჰორმონს: თიროქსინს (T4), და ტრიიოდთირონინს (T3), რომელიც გამოიყოფა სისხლში და არეგულირებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას აკონტროლებს თავის ტვინში მდებარე ენდოკრინული ჯირკვალი ჰიპოფიზი, რომელიც თირეოტროპულ ჰორმონს (TSH) გამოიმუშავებს. TSH ასტიმულირებს ფარისებრ ჯირკვალს,რათ წარმოქმნას თიროქსინი (T4) და ტრიიოდთირონინი( T3)
ეს ჰორმონები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული, გულ-სისხძარღვთა, საჭმლის მომნელებელი, სასქესო, რეპროდუქციული, ძვალკუნთოვანი სისტემის განვითარებასა და რეგულაციაში.
- რა არის ჩიყვი?
ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის ზომაში გადიდებას ნიშნავს და შეიძლება იყოს ენდემური-იოდის დეფიციტით გამოწვეული.
თუ დიფუზურ-ფარისებრი ჯირკვალი ერთგვაროვნად არის გადიდებული და ჰორმონალური დარღვევები არ აღენიშნება არ საჭიროებს მკურნალობას.
როდესაც ფარისებრი ჯირკვალი გადიდებულია მასში კვანძების გაჩენის გამო ე.წ კვანძოვანი ეწოდება, რომელიც სიმსივნური წარმონაქმნია და შესაძლებელია იყოს როგორც კეთილთვისებიანი, ასევე ავთვისებიანი.
ხოლო დიფუზურ-ტოქსიური ჩიყვი-გრეივსის დაავადებაა, რაც ნიშნავს პათოლოგიურ მდგომარეობას ანუ ფარისებრი ჯირკვალი გადიდებულია და საჭიროზე მეტი რაოდენობის ჰორმონები გამომუშავდება.
- ვინ არის განსაკუთრებული რისკის ქვეშ?
- მემკვიდრეობითი ფაქტორები;
- იოდდეფიციტის ენდემურ ზონაში მცხოვრებნი;
- ორსულები;
- პირები, რომელთა ანამნეზში ჰქონდათ დასხივება ფარისებრი ჯირკვლის საპროექციო არეში;
- ჭარბწონიანები;
- ნებისმიერი სხვა ჰორმონული დარღვევების მქონე ადამიანები.
- რა სიმპტომებით შეგვიძლია ამოვიცნოთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები?
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სიმპტომები დამოკიდებულია მის ფუნქციურ მდგომარეობაზე:
ჰიპერთირეოზისთვის დამახასიათებელია:
- საერთო სისუტე;
- ადვილად დაღლა;
- ოფლიანობა;
- წონის კლება;
- ხელების კანკალი;
- გულისცემის აჩქარება;
- ნაწლავთა გახშირებული მოქმედება;
- შფოთვა;
- ემოციური ლაბილობა.
ჰიპოთირეოზისთვის დამახასიათებელია:
- სისუსტე;
- თმის ცვენა;
- ფრჩხილების მტვრევადობა;
- კანის სიმშრალე;
- ძილიანობა;
- მეხსიერების გაუარესება;
- წონის მომატება;
- ყაბზობა (შეკრულობა);
- შეშუპება;
- ბრადიკარდია( გულის რიტმის შენელება);
- დაბალი არტერიული წნევა.
- როგორ ხდება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტირება? და რა გამოკვლევები შეიძლება დაინიშნოს?
ფარისებრი ჯირკვლის დაავადების გამოსავლენად მნიშვნელოვანია პაციენტი შეფასდეს ენდოკრინოლოგის მიერ და ჩატარდეს:
- ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა, რომლის საშუალებით ფასდება ფარისებრი ჯირკვლის ან/და მასში არსებული წარმონაქმნების სტრუქტურული მონაცემები, როგორიცაა: ფორმა, ზომა, ექოგენობა, კვანძების რაოდენობა.
- ჰორმონალური კვლევა: TSH,FT4,FT3;
- ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრა სისხლში;
- საჭიროებისამებრ, ფარისებრი ჯირკვლის კვანძის ფუნქციური ბიოფსია;
- საჭიროებისამებრ, იმუნოჰისტოქიმიური კვლევა და ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფია.