13 December, 2021

ენდოკოსპიური ქირურგია დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში

ენდოკოსპიური ქირურგია დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში

ენდოსკოპია დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის კიდევ ერთი მძლავრი მიმართულებაა, რომელიც პაციენტებს მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. ჰოსპიტალში ყველა სახის სადიაგნოსტიკო-სამკურნალო ენდოსკოპიური პროცედურა ხორციელდება და, რაც მთავარია, სერვისი კვირის ნებისმიერ დღეს, 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი.

უფრო დეტალურად, ხორციელდება დიაგნოსტიკური გასტროსკოპია, კოლონოსკოპია, ბრონქოსკოპია და სამკურნალო პროცედურები: სისხლდენის შეჩერებასაყლაპავის,კუჭისადა თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს, ნაღვლის სადინრიდან კენჭის ენდოსკოპიური ამოღება და სადინარში სტენტის ენდოსკოპიური ჩადგმა. ასევე, ხელმისაწვდომია ინტრაოპერაციული ქოლანგიოსკოპია, ენდოსკოპიური გასტროსტომია, კუჭიდან, საყლაპავსა და ბრონქიდან უცხო სხეულების ექსტრაქცია და მრავალი სხვა. გარდა ამისა, ჰოსპიტალში დაინერგა კუჭის ენდოსკოპიური ბალონირება, რაცწონაში კლების ერთ-ერთი უნიკალური მეთოდია და რეგიონში პირველად სწორედ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში გახდა შესაძლებელი.

მიმართულებას მედიცინის დოქტორი, ქირურგი-ენდოსკოპისტი,გივი ამირანაშვილი ხელმძღვანელობს, რომელმაც საქართველოში სწავლის დასრულების შემდეგ, დიპლომისშემდგომი განათლება ქირურგიის მიმართულებით რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში მიიღო. ეტაპობრივად, მან მოიპოვა სახელმწიფო სერტიფიკატები ზოგადი ქირურგიის, ონკოქირურგიის, კლინიკური ონკოლოგიის, ენდოსკოპიური ქირურგიისა და ლაპარასკოპიული ქირურგიის მიმართულებებით. მოგვიანებით კი მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი მიიღო.

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში სადიაგნოსტიკო თუ სამკურნალო ენდოსკოპიური მომსახურების მიღება კვირის ნებისმიერ დღეს, 24-საათიან რეჟიმშია შესაძლებელი. ექიმთან ჩასაწერად ეწვიეთ ჰოსპიტალს ან დაჯავშნეთ ვიზიტი წინასწარ ნომერზე 0322 55 05 05.