29 June, 2021

დღევანდელი მედიცინის შესაძლებლობების გათვალისწინებით ალერგია კონტროლს ექვემდებარება

დღევანდელი მედიცინის შესაძლებლობების გათვალისწინებით ალერგია კონტროლს ექვემდებარება
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის ალერგოლოგიური მომსახურება მოიცავს როგორც ბავშვებში ასევე მოზარდებში ექიმის კონსულტაციას, დიაგნოსტიკას, ალერგენებზე სინჯების ჩატარებას, სისტემურ დესენსიტიზაციას და სხვა მასთან ასოცირებულ სერვისებს.


ალერგია -ეს არის პათოლოგიურად გაძლიერებული რეაქცია სხვადასხვა ტიპის გამაღიზიანებლებზე, გარემოს იმ ფაქტორების, ნივთიერებების თუ აგენტების მიმართ, რომლებიც ჩვეულებრივ ჯანმრთელ ორგანიზმში არ იწვევენ არანაირ მავნე რეაქციას. აქედან გამომდინარე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორგანიზმის იმუნური სისტემის მდგომარეობას და შესაბამისად მის კორექტირებას.
სხვადასხვა ალერგიული ფონი გავრცელებულია როგორც ახალგაზრდებში ასევე, ხანდაზმულ ასაკობრივ ჯგუფშიც. ალერგიის შედეგად ვითარდება ისეთი დაავადებები როგორიცაა ბრონქული ასთმა, ჭინჭრისციება, ატოპიურიდერმატიტი, ალერგიულირინიტი, კვინკესშეშუპება, ანაფილაქსიადა ა.შ.
ამ დაავადებების თავიდან აცილების მიზნით, ყველა პაციენტმა სავალდებულოა გაითვალისწინოს, რომ დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატური მკურნალობა შესაძლებლობას იძლევა იცხოვრონ ალერგიის გარეშე.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის ალერგიული სამსახური საშუალებას იძლევა ალერგიული დაავადების დროს პაციენტს ჩაუტარდეს:

  • ალერგოლოგისკონსულტაცია;
  • სინჯებიმედიკამენტებსადასხვადასხვაალერგენებზე.
  • ბრონქულიასთმისდიაგნოსტიკისადა ზოგადად სასუნთქისისტემისშეფასებისმიზნითტარდებაგარეგანისუნთქვისფუნქციისგანსაზღვრა (სპირომეტრია).

წარმატებით ტარდება ბრონქული ასთმის მკურნალობა 2 ძირითადი მიმართულებით
  • იმუნოთერაპია, რომელიც მიმართულია ალერგენთან კონტაქტის შეწყვეტისკენ (ელიმინაციურითერაპია)
  • არასპეციფიკური მკურნალობა -ალერგენის სპეციფიკური მგრძნობელობის დაქვეითება( ჰიპოსენსიბილიზაცია)



მკურნალობა ტარდება პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებისა და სხვადასხვა მეთოდების შერჩევით, კომპლექსურად რათა მიღწეულ იქნას ხანგრძლივი რემისია და მინიმუმამდე იქნას დაყვანილი გამწვავებების სიხშირე.

ცნობისათვის: ალერგიის მართვა და მისგან განკურნება რთული პროცესია, თუმცა არა შეუძლებელი, ხშირ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ დღევანდელი მედიცინის შესაძლებლობების გათვალისწინებით ალერგია კონტროლს ექვემდებარება.