23 September, 2021

დერმატოლოგიური სერვისი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში

დერმატოლოგიური სერვისი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში
ზუგდიდის რეფარალური ჰოსპიტლის დერმატოლოგიური განყოფილება პაციენტებს ყველა სახის დერმატოზის (კანის დაავადება) დიაგნოსტირებასა და გამოკვლევების შედეგების მიხედვით, მკურნალობას სთავაზობს.

ჰოსპიტალში შემდეგი დაავადებების მკურნალობა ხორციელდება:
  • ფსორიაზი;
  • ატოპიური დერმატიტი;
  • აკნე;
  • სებორეული დერმატიტი;
  • როზაცეა;
  • ალოპეცია (მკურნალობა ხორციელდება იმ შემთხვევაში, როცა თმის ფოლიკულის უჯრედები ჯერ კიდევ ცოცხალია);
  • წითელი ბრტყელი ლიქენი;
  • ჰიპერპიგმენტაცია;
  • დისკერატოზები;
  • ლიმფომატოზური პაპულოზი;
  • ვიტილიგო;
  • ბეჭდისებრი გრანულომა;
  • სკლეროდერმია;
  • ეგზემა.

დერმატოზების სადიაგნოსტიკოდ განყოფილებაში შემდეგი მეთოდები გამოიყენება: სისხლისა და შარდის ანალიზი, ბიოფსია, სისხლში იმუნოგლობულინების რაოდენობის განსაზღვრა (მაგალითად, ატოპიური დერმატიტის დროს იმუნოგლობულინ E-ს განსაზღვრა), H.pylori-ის ინფექციაზე გამოკვლევა (ჰელიკობაქტერ პილორის განსაზღვრა კუჭში დერმატოზის დროს ხდება მაშინ, როცა კანის დაავადება კავშირშია კუჭ-ნაწლავის პათოლოგიასთან) და ა.შ

დღესდღეობით აკნე საზოგადოების უმრავლესობისთვის მწვავე პრობლემას წარმოადგენს. ჰოსპიტალში მისი მკურნალობა როგორც ადგილობრივი საშუალებებით (წასასმელი საშუალებები, რომლებიც არეგულირებს ცხიმის გამოყოფას), ასევე მედიკამენტოზურადაც ხორციელდება.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის დერმატოლოგიურ განყოფილებაში მოქმედებს კოსმეტოლოგიური კაბინეტიც. აკნეს მკურნალობის შემდეგ (პოსტ აკნე) დარჩენილი პიგმენტური ლაქების მოსაცილებლად გამოიყენება ბიორევიტალიზაცია, პროცედურა ასევე აახალგაზრდავებს კანის სტრუქტურას, ამკვრივებს და ატენიანებს მას. კანის სტრუქტურისა და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად ტარდება მეზოთერაპიაც, სახის კანსა და ალოპეციის დროს, თავზე. აღნიშნული პროცედურა ეფექტურია ნაოჭებთან საბრძოლველად.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის დერმატოლოგიურ მიმართულებას ლიცენზირებული დერმატო-კოსმეტოლოგი თამარ გეთია ხელმძღვანელობს.