12 August, 2022

დერმატოლოგიური რჩევები ეკატერინე ვაშაკიძისგან

დერმატოლოგიური რჩევები ეკატერინე ვაშაკიძისგან
  1. რა არის ატოპიური დერმატიტი და მისი გამომწვევი მიზეზი?

ატოპიური დერმატიტი არის კანის ქრონიკული ანთებითი დაავადება, რომელიც ხასიათდება ქავილით, სიწითლითა და ამ სიმპტომების პერიოდული განმეორებით.

იგი არის გენეტიკურად დეტერმინირებული პრობლემა, სადაც წამყვანი როლი უკავია კანის ბარიერული ფუნქციის დარღვევას, იმ დროს როცა დეფიციტია ცილა ფილაგრინი, რომელიც პასუხისმგებელია კანში წყლის შეკავებაზე ანუ კანის დატენიანებაზეც.  ამ დროს კი კვებითი ალერგია არის  გამამწვავებელი ფაქტორი და არა ატოპიური დერმატიტის გამომწვევი.

 

  1. როგორ ამოვიცნოთ დავადება?

ბავშვებში ატოპიური დერამატიტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

  • კანის სიმშრალე;
  • აქერცლილი კანი;
  • სიწითლე კანზე;
  • სხვადასხვა სახის გამონაყარი.

 

  1. სხეულის რომელ უბნებზე ვლინდება ატიპოური დერმატიტი ?

გამოყოფენ ატოპიური დერამტიტის  3  ასაკობრივ ჯგუფს: ჩილები 0-2 წლამდე, ბავშვთა ასაკი 2-12 წლამდე და მოზარდები 12 წლის ზემოთ, ყოველ მათგანს გააჩნია თავისი ასაკისათვის დამახასიათებელი ნიშნები და სხეულის ადგილები, სადაც თავს იჩენს.

  • 0-2 წლამდე - ძირითადად ლოყების და თავის არეში, შესაძლოა კიდურების გამშლელ ზედაპირებზე და სხეულზე.
  • 2-12-კიდურების მომხრელ ზედაპირებზე, ყელზე, იდაყვსა და მუხლის ფოსოებში, მტევნის ზურგზე.
  • შემთხვევათა 90-93%-ში დაავადება 12-13 წლის ასაკამდე უკუგანვითარებას განიცდის და მხოლოდ 7-8% გადადის მოზრდილთა დერმატიტში.

 

        4.   რა პრევენციული ღონისძიებები არსებობს გამწვავების თავიდან ასაცილებლად?

კანის მოვლის სწორი რუტინა:

  • კანის ჰიგიენა, რაც გულისხმობს 10 -12 წუთი აბაზანის მიღებას 35-38 გრადუსი ცელსიუსი ტემპერატურის წყლით;
  • დასაბანი საშუალებები არ უნდა შეიცავდეს  პარფიუმსა და ალკოჰოლს;
  • დამატენიანებლების გამოყენება, დაუყოვნებლივ დაბანვის შემდეგ, საჭიროებისამებრ,  კი დღეში რამდენჯერმე.