07 December, 2021

დერმატო-ვენეროლოგიური სერვისი ქობულეთის ჰოსპიტალში

დერმატო-ვენეროლოგიური სერვისი ქობულეთის ჰოსპიტალში

ქობულეთის ჰოსპიტლის დერმატო-ვენეროლოგიური მიმართულება ყველა ასაკის პაციენტს ექიმთან კონსულტაციას, კანის დაავადებების დიაგნოსტირებასა და მკურნალობას სთავაზობს.

ჰოსპიტალში ხორციელდება შემდეგი დერმატო-ვენეროლოგიური დაავადებების მართვა:

  • კანისა და მისი დანამატების სოკოვანი დაავადებები
  • კანის ჩირქმბადი დაავადებები
  • დერმატიტები
  • კანის პარაზიტული დაავადებები (მუნი, მკბენარიანობა)
  • ურტიკარია
  • ალოპეცია
  • ჟიბერის ვარდისფერი პიტირიაზი
  • წითელი ბრტყელი ლიქენი
  • პემფიგუსი
  • ვიტილიგო
  • სებორეა, ფერიმჭამელა
  • ფსორიაზი
  • ეგზემა
  • გონორეა
  • კანის ვირუსული დაავადებები (ჰერპეს ზოსტერი, მარტივი ჰერპესი)

დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება ლაბორატორიული კვლევების განსაზღვრული სპექტრი შესაბამისი ნოზოლოგიის მიხედვით.

სრულყოფილი გამოკვლევის შემდგომ ინდივიდუალურად ინიშნება მკურნალობის კურსი, რომელიც მოიცავს სისტემურსა (მაგ. ანტივირუსული) და ტოპიკურ (მაგ. ლოკალურად მალამოების გამოყენება) მკურნალობას. ასევე აღსანიშნავია, რიგი დაავადებების დროს, პაციენტის მართვაში მულტიპროფილური მიდგომის გამოყენება, მაგალითად, ალოპეციის (თმის ცვენა) დროს მკურნალობის პროცესში დერმატოლოგთან ერთად ერთვება ენდოკრინოლოგიც, ხოლო პერპეს ზოსტერის შემთხვევაში - ნევროლოგი.

ქობულეთის ჰოსპიტლის დერმატოლოგიურ მიმართულებას ლიცენზირებული დერმატო-ვენეროლოგი, ნათია ცინარიძე ხელმძღვანელობს.