
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში ფუნქციონირებს მძლავრი შინაგანი მედიცინის სამსახური, რომელიც პაციენტებს სრულ სამედიცინო სერვისს სთავაზობს.
შინაგანი მედიცინა მოიცავს როგორც ინტენსიური თერაპიის, ასევე საპალატე სისტემის და ამბულატორიული სერვისის ერთობლივ მომსახურებას.
შინაგანი მედიცინის განყოფილება დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში 2006 წლიდან ფუნქციონირებს მაღალკვალიფიციური, დასავლური გამოცდილების მქონე სპეციალისტებით და აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით, რაც მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს პაციენტების მკურნალობის და გამოჯანმრთელების ხარისხის გაუმჯობესებას.
სტაციონარული მომსახურების კუთხით ჩვენს კლინიკაში მიმდინარეობს შემდეგი ნოზოლოგიების დიაგნოსტირება და მკურნალობა :
- პნევმონია;
- სეპტიცემია;
- ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია;
- ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;
- ღვიძლის მწვავე და ქვემწვავე უკმარისობა;
- თირკმელების მწვავე და ქრონიკული უკმარისობა;
- მწვავე ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი;
- კეტოაციდოზი;
- აგრანულოციტოზი;
- ანემიები და ა.შ.
პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია შემდეგი კვლევები:
- კომპიუტერული ტომოგრაფია;
- ექოსკოპია/რეტგენოგრაფია;
- ენდოსკოპია -გასტროკოპია;
- ბრონქოსკოპია;
- სპირომეტრია;
- ლაბორატორიული კვლევები.
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის შინაგანი მედიცინის განყოფილება, რომელსაც თერაპევტი/კარდიოლოგი -ქრისტინე სტურუა ხელმძღვანელობს, დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ექიმებით:
- ნათია მაღლაკელიძე-თერაპევტი,გასტროენტეროლოგი;
- თეონა ტოტოჩია -თერაპევტი,პულმონოლოგი;
- მარიამ ხარაბაძე-თერაპევტი;
- ნინო გიორგაძე-თერაპევტი, ალერგოლოგი;
- ეკატერინე მიქაძე-ენდოკრინოლოგი.