16 July, 2021

ბავშვთა სრული რადიოლოგიური კვლევა დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში

ბავშვთა სრული რადიოლოგიური კვლევა დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო მიმართულებაა ბავშვთა რადიოლოგია, რომელიც პატარა პაციენტებს სრულ საჭირო სამედიცინო კვლევას თანამედროვე დონის, ფერადი ულტრაბგერითი აპარატურით ახორციელებს.

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში უზრუნველყოფილია მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი კომფორტი - მიიღონ ყველა საჭირო კვლევა ერთ სივრცეში:

  • თავის ტვინის
  • გულ- მკერდის ღრუს
  • მუცლის ღრუს
  • შარდ- სასქესო სისტემის
  • ფარისებრი ჯირკვლის
  • რბილი ქსოვილების
  • ლიმფური კვანძების
  • კისრის სისხლძარღვების დატრანსკრანიალურ დოპლეროგრაფიას

პატარა პაციენტებისთვის ცენტრი უზრუნველყოფს როგორც ამბულატორიულ,ასევე სტაციონარულ მომსახურეობას.

დასავლეთ საქართველოს მასშტაბით მხოლოდ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრშია შესაძლებელი:

  • ახალშობილთა გულის, თავის ტვინისა და მუცლის ღრუს ორგანოების თანდაყოლილი პათოლოგიების გამოვლენა.
  • გადაუდებელი მწვავე ქირურგიული დაავადებების ექოსკოპიური კვლევა.
  • გულის თანდაყოლილი მანკების დიაგნოსტირება და პოსტ-ოპერაციული მონიტორინგი.


კვლევები ტარდება უახლესი თაობის სადიაგნოსტიკო აპარატურით, რომელიც იძლევა გამოსახულების მაღალ ხარისხს.

ბავშვთა ექოსკოპიურ კვლევებს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში ატარებენ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმები- თამარ ჩხეიძე და თამაზ კაკუშაძე.

თამარ ჩხეიძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი დაამთავრა, თბილისსა და მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტის ბაზაზე გაიარა კვალიფიკაციის კურსები რადიოლოგიაში.

თამაზ კაკუშაძემ დაამთავრა სტავროპოლის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი, რადიოლოგიაში კვალიფიკაციის კურსები გაიარა თბილისის და მოსკოვის პედიატრიის ინსტიტუტში.

ექიმები აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ სამედიცინო რადიოლოგიის ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში.

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში ამბულატორიული და დიაგნოსტიკური მომსახურების მიღება უკვე შაბათ დღესაც გახდა შესაძლებელი.

ჰოსპიტალი პედიატრიული პაციენტების მომსახურებას ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10:00საათიდან 17:00 საათამდე უზრუნველყოფს.

მომსახურების მისაღებად ხორციელდება წინასწარი ჩაწერაც ნომერზე 595 07 50 70, 551 69 00 60.