01 November, 2021

ბავშვთა ქირურგიული სამსახური დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში 24-საათიან მომსახურებას გთავაზობთ

ბავშვთა ქირურგიული სამსახური დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში 24-საათიან მომსახურებას გთავაზობთ
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის კიდევ ერთი მძლავრი მიმართულებაა ბავშვთა ქირურგია, რომელიც მაღალკვალიფიციური და გამოცდილი ექიმების გუნდით არის დაკომპლექტებული. დეპარტამენტი პაციენტებს კვირის ნებისმიერ დღეს, 24-საათიან რეჟიმში ემსახურება და სთავაზობს სრულ პედიატრიულ ქირურგიულ სერვისს ერთ სივრცეში.

ჰოსპიტალში ხელმისაწვდომია მუცლის ღრუსა და მენჯის სხვადასხვა ორგანოს პათოლოგიების გადაუდებელი და გეგმიური ქირურგია (აპენდიციტის, თიაქარის, ელენთის ქირურგია, გასტრექტომია, ღვიძლის ნახეთქების ქირურგიული მკურნალობა, ფილტვის პლევმოთორაქსი და სხვა), უროლოგიური ოპერაციები, ტრავმული დაზიანებების ქირურგიული მკურნალობა და ა.შ.

პოსტოპერაციული პერიოდის მართვა ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელზეც ჰოსპიტალი ინტენსიური თერაპიით ზრუნავს, თავად ოპერაციები კი ქირურგიულ დეპარტამენტში როგორც გეგმიურად, ასევე - გადაუდებლად ტარდება. ქირურგიული სერვისის მაღალ ხარისხს მაღალკვალიფიციური სამედიცინო გუნდი განაპირობებს.

ბავშვთა ქირურგიულ განყოფილებაში ერთიანდებიან ქირურგები: ბესიკ გუგეშაშვილი, ვალერი მურადაშვილი, გიორგი დახუნდარიძე, მირიან კვირიკაძე და რაბიოლოგი ნათელა დოლაბერიძე. მაღალკვალიფიციურ გუნდს კი გოჩა ამბროლაძე ხელმძღვანელობს, რომელიც საქართველოში 2000 წელს, მას შემდეგ დაბრუნდა, რაც ყაზახეთში მიიღო განათლება. მან ასტანას სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი დაამთავრა და სწავლა ბავშვთა ქირურგიის მიმართულებით, იმავე უნივერსიტეტში განაგრძო. გოჩა ამბროლაძე ყაზახეთში 6 წლის განმავლობაში მუშაობდა. ევექსის ჰოსპიტალურ გუნდს ის 2012 წლიდან შემოუერთდა.