
ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა 0-დან 18 წლამდე ასაკის პაციენტებს გეგმიური და გადაუდებელი გინეკოლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტიკასა და მართვას სთავაზობს. დიაგნოსტიკისთვის კლინიკაში გამოიყენება ისეთი გამოკვლევის მეთოდები, როგორიცაა:
- ლაბორატორიული კვლევები;
- ულტრასონოგრაფია;
- კომპიუტერული ტომოგრაფია.
ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგიურ განყოფილებაში ხორციელდება შემდეგი დაავადებების მართვა:
- საშოსა და საშვილოსნოს დანამატების ანთება - ვულვოვაგინიტები;
- მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთება : საკვერცხეების (ოოფორიტი), საშვილოსნოს მილებისა (სალპინგიტი) და საკვერცხეებისა და საშვილოსნოს მილების ერთდროული ანთება (სალპინგოოოფორიტი);
- თანდაყოლილი პათოლოგიები: 2 საშო, 2 საშვილოსნო, უნაგირო ან 2 რქიანი საშვილოსნო და ა.შ;
- გენეტიკური ანომალიები;
- თანდაყოლილი და შეძენილი კისტები;
- მწვავე გინეკოლოგიური პათოლოგიები, მაგ., ხანგრძლივი, ჭარბი მენსტრუცია;
- საკვერცხის კისტის გასკდომა - აპოპლექსია;
- საკვერცხის შემოგრეხა და ა.შ
განყოფილებაში, საერთაშორისო პროტოკოლებისა და გაიდლაინების მიხედვით, ხორციელდება როგორც კონსერვატიული, ისე გეგმიური და გადაუდებელი ქირურგიული მკურნალობა.
მწვავე შემთხვევების დროს ტარდება შემდეგი ოპერაციული მკურნალობა:
- ლაპარასკოპიული კისტექტომია (კისტის ამოკვეთა);
- საკვერცხის შემოგრეხის დროს - ოოფორექტომია (საკვერცხის ამოკვეთა) ან სალპინგოოოფორექტომია (საკვერცხისა და საშვილოსნოს მილების ამოკვეთა).
გეგმიური მიმართულებით ხორციელდება:
- კისტექტომია;
- პლასტიკური ოპერაციები, მაგალითად: 2 საშოსა (როცა 1 დახურულია და მასში გროვდება მენსტრუაციული სისხლი) და დიდი სასირცხო ბაგეების შემთხვევაში.
ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და გამოცდილი მულტიპროფილური ექიმების გუნდით, რაც, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის მართვაში გინეკოლოგთან ერთად ყველა საჭირო სპეციალისტის ჩართულობას უზრუნველყოფს - ენდოკრინოლოგის, უროლოგისა და ქირურგის სახით.
აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალი პაციენტის მართვაში ყველა საჭირო სპეციალისტის ჩართულობას უზრუნველყოფს - გინეკოლოგის, ენდოკრინოლოგის, უროლოგისა და ქირურგის სახით.