19 December, 2019

ბაჩანა მაზიაშვილი - ევექსი ჰოსპიტლების „ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია“ რეზიდენტურის პროგრამის რეზიდენტი

ბაჩანა მაზიაშვილი - ევექსი ჰოსპიტლების „ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია“ რეზიდენტურის პროგრამის რეზიდენტი

ექიმობაზე ბავშვობიდან არ მიოცნებია, თუმცა პროფესიული არჩევანს ვერც ზრდასრულ ასაკს დავუკავშირებ. ექიმობა სკოლის პერიოდში გადავწყვიტე და ყოველი მორიგი ნაბიჯი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში საკუთარი წვლილის შეტანის მიზნით გადავდგი: ჯერ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე, რეზიდენტურაზე სწავლა კი ევექსის ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის პროგრამით გავაგრძელე.

წარმოშობით ხაშურელი სასწავლებლად ბათუმში გადასვლას ვაპროტესტებდი, თუმცა შემდეგ ამ ქალაქსა და ხალხში იმდენად დიდი კომფორტი ვიპოვე, რომ სწავლის დასრულების შემდეგაც საცხოვრებლად აქ დავრჩი. დღეს ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგად ვმუშაობ. მონაწილეობას ვიღებ ურთულეს ნეიროქირურგიულ ოპერაციებში, ღვიძლის ტრანსპლანტაციაში... მაქვს ყველაფერი, რაც პროფესიული განვითარებისთვის მჭირდება და ვფიქრობ, ეს უდიდესი მონაპოვარია.

 

ბაჩანა მაზიაშვილი - ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი;
დაამთავრა ევექსის რეზიდენტურის პროგრამა „ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია“