
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში 10 წელია, წარმატებით ფუნქციონირებს ახალშობილთა (დაბადებიდან 28 დღემდე) მეორე და მესამე დონის ინტენსიური მოვლის განყოფილება, სადაც ხორციელდება კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი დღენაკლული და დროული ახალშობილების მართვა. დეპარტამენტი სრულადაა აღჭურვილი მაღალტექნოლოგიური აპარატურით და ყველა საჭირო ინვენტარით და გვთავაზობს ისეთ გამოკვლევის მეთოდებს, როგორიცაა:
- თავის ტვინის ულტრასონოგრაფია;
- ექოკარდიოგრაფია;
- რენტგენი;
- მუცლის ღრუს ექოსკანირება;
- ელექტროენცეფალოგრაფიული კვლევა (ეეგ);
- კომპიუტერული ტომოგრაფია;
- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.
- ლაბორატორიული კვლევები.
აღსანიშნავია, რომ განყოფილებაში, გახსნის დღიდან, ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე დაინერგა. დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პირველი ჰოსპიტალია საქართველოში, სადაც, ამერიკელ კოლეგებთან ერთად, დაინერგა თერაპიული ჰიპოთერმია. აღნიშნულმა მეთოდმა შეამცირა სიკვდილიანობა და ინვალიდობის ხარისხი მძიმე ასფიქსიით დაბადებულ დროულ ახალშობილებში. რეგიონში პირველად, ამავე განყოფილებაში განხორციელდა სურფანქტანტის ინსტალაცია - ახალშობილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომის მქონე პაციენტებში, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა სიკვდილიანობის მაჩვენებელი მცირე გესტაციური ასაკით დაბადებულ დღენაკლულ ახალშობილებში.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პათოლოგიებისა, განყოფილებაში ხორციელდება:
- ახალშობილთა რესპირაციული დისტრესის მართვა
- ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადების მართვა;
- ახალშობილთა ჰემორაგიული ავადმყოფობის მართვა;
- პერინატალური პერიოდისთვის დამახასიათებელი ინფექციების მართვა;
- ნეონატალური სეფსისის (მისი გართულებებით: მენინგიტი, წყლულოვან-ნეკროზული ენტეროკოლიტი) მართვა.
- ახალშობილთა კრუნჩხვების მართვა;
- ბინიდან შემოსულ, 28 დღემდე ასაკის მძიმე ახალშობილებს კი ( რომელთაც, მძიმე ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციების გამო აღენიშნებათ სხვადასხვა გართულება) უტარდებათ მაღალკვალიფიციური ინტენსიური მკურნალობა - იზოლირებულ ბოქსებში.
ჰოსპიტალი ახალშობილი პაციენტის მართვაში ყველა საჭირო სპეციალისტის ჩართულობას უზრუნველყოფს - ბავშვთა ქირურგის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, ენდოკრინოლოგისა და ყბა-სახის ქირურგის სახით.
ახალშობილთა ინტენსიური მოვლის განყოფილების მაღალკვალიფიციურ და გამოცდილ გუნდს ნეონატოლოგ-რეანიმატოლოგი, ნათია სირაძე ხელმძღვანელობს.