07 December, 2022

ახალქალაქის ჰოსპიტლის პედიატრიული სამსახური

ახალქალაქის ჰოსპიტლის პედიატრიული სამსახური

ახალქალაქის ჰოსპიტალი 0-დან 18 წლამდე ასაკის პაციენტებს პედიატრიული მიმართულებით როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ მომსახურებას სთავაზობს. დიაგნოსტიკისთვის კლინიკაში გამოიყენება ისეთი გამოკვლევის მეთოდები, როგორიცაა:

  • ლაბორატორიული კვლევები;
  • რენტგენი;
  • ულტრასონოგრაფია;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია.

განყოფილებაში, საერთაშორისო გაიდლაინებისა და პროტოკოლების გათვალისწინებით, ხორციელდება სასუნთქი სისტემის პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მართვა.

ახალქალაქის ჰოსპიტლის პედიატრიული სამსახური დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და გამოცდილი გუნდით, რომელიც ხშირად ესწრება საერთაშორისო კონფერენციებს. გუნდის ხელმძღვანელი კი სფეროში მოღვაწეობის 40 წლიანი გამოცდილების მქონე პედიატრი, იზაბელა გულანიანია.