28 July, 2022

ახალქალაქის ჰოსპიტლის მძლავრი ქირურგიული სამსახური

ახალქალაქის ჰოსპიტლის მძლავრი ქირურგიული სამსახური

ახალქალაქის ჰოსპიტალი რეგიონში ერთ-ერთი ის მძლავრი სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აწვდის სრულფასოვან ქირურგიულ მომსახურებას. ამ მიმართულებით სერვისი 24 საათიან რეჟიმშია ხელმისაწვდომი როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. მიმართულებას ხელმძღვანელობს ზოგადი ქირურგი ალექსან თოროიანი, რომელიც პარალელურად იკავებს ჰოსპიტლის სამედიცინო დირექტორის პოსტსაც.

დიაგნოსტიკური მიმართულებით ახალქალაქის ჰოსპიტალში ტარდება ყველა სახის ლაბორატორიული კვლევა. ასევე, ხელმისაწვდომია ინსტრუმენტული გამოკვლევები. მათ შორის:

  • რენტგენოგრაფია;
  • ანგიოგრაფია;-
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • ყველა სახის ულტრაბგერითი გამოკვლევა;
ზოგადი ქირურგიის მიმართულებით ტარდება ყველა სახის ოპერაცია მუცლის ღრუს ორგანოებზე. მათ შორის არის ქოლეცისტექტომია (ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა), აპენდექტომია (ბრმა-ნაწლავის ოპერაცია),  ჩაჭედილი თიაქრის აღდგენითი ოპერაციები, კუჭის მთლიანი ან ნაწილობრივი რეზექცია, პერიტონიუმის ღრუს დიალიზი, თორმეტგოჯა ნაწლავის პერფორირებული წყლულის გაკერვა და მრავალი სხვა.

გარდა ამისა, ახალქალაქის ჰოსპიტალში ხელმისაწვდომია თორაკალური ქირურგიაც, რაც ითვალისწინებს გულ-მკერდის არის ქირურგიას სასწრაფო ჩვენების შემთხვევაში.

აღსანიშნავია, ასევე ტრავმატოლოგიური ოპერაციები, რომელიც ერთ-ერთი მძლავრია ქირურგიული მიმართულებით ახალქალაქის ჰოსპიტალში. სამედიცინო დაწესებულებაში წარმატებით ხორციელდება ყველა სახის ღია და დახურული ტიპის მოტეხილობებისა თუ საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაზიანებების ქირურგიული მკურნალობა. ასევე, ხელმისაწვდომია მენჯ-ბარძაყის, ძვალ-სახსროვანი სისტემის თუ სხვა სახის პათოლოგიების განკურნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ახალქალაქის ჰოსპიტალში პერიოდულად ტარდება მოწვეული სპეციალისტების კონსულტაციები და ოპერაციები ქირურგიული მიმართულებით.