17 June, 2022

ახალქალაქის ჰოსპიტლის ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის სამსახური

ახალქალაქის ჰოსპიტლის ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის სამსახური

ახალქალაქის ჰოსპიტლის ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის სამსახური ნებისმიერი ასაკის კრიტიკული პაციენტის დიაგნოსტიკასა და მართვას გვთავაზობს. ჰოსპიტალში ხორციელდება ისეთი მაღალტექნოლოგიური სადიაგნოსტიკო კვლევები, როგორიცაა:

  • ელექტროკარდიოგრაფია;
  • ექოკარდიოგრაფია;
  • ულტრასონოგრაფია;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • ციფრული რენტგენდიაგნოსტიკა;
  • კლინიკური და ბიოქიმიური ლაბ. კვლევები.

განყოფილებაში მოქმედებს შემდეგი სერვისები:

  • პაციენტის პრეოპერაციული მონიტორინგი და მართვა;
  • ინტრაოპერაციული მონიტორინგი;
  • პოსტოპერაციული მეთვალყურეობა;
  • პოსტოპერაციული მწვავე და ქრონიკული ტკივილის მართვა და ა.შ

კლინიკაში ხორციელდება ქვემოთ ჩამოთვლილი პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მართვა:

  • სუნთქვის უკმარისობის;
  • გულის უკმარისობის;
  • შაქრიანი დიაბეტის მრავლობითი გართულებების: კეტოაციდოზი, კომა და ა.შ;
  • იშემიური ინსულტის;
  • ინტრაცერებრული (თავის ტვინში) სისხლჩაქცევის;
  • იშემიური ინსულტის;
  • კონვულსიების (ძლიერი კრუნჩხვა);
  • ეპილეფსიური გულყრების და ა.შ.

მკურნალობა თანამედროვე გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით ხორციელდება. ამასთან, აღსანიშნავია პაციენტის მართვაში ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგთან ერთად სხვადასხვა სპეციალობის ექიმების ჩართულობა: კარდიოლოგის, ნევროლოგის, ოფთალმოლოგისა და ენდოკრინოლოგის სახით.

ახალქალაქის ჰოსპიტლის ანესთეზია-რეანიმატოლოგიის განყოფილებას ხელმძღვანელობს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი და ბავშვთა ანესთეზიოლოგი, ანაიდ აპოზიანი.