19 October, 2022

ანგიოქირურგიული სამსახური ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში

ანგიოქირურგიული სამსახური ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის ანგიოქირურგიული სამსახური 18 წლიდან ზევით ასაკის პაციენტებს 24/7 - ზე გამართულ სტაციონარულ მომსახურებასა და სისხლძარღვთა პათოლოგიების ოპერაციულ მკურნალობას სთავაზობს. დიაგნოსტიკისთვის კლინიკაში გამოიყენება ისეთი გამოკვლევის მეთოდები, როგორიცაა: დოპლეროგრაფია (სისხლძარღვთა ულტრაბგერითი კვლევა) და კომპიუტერული ტომოგრაფია (CT ანგიოგრაფია).

კლინიკაში მკურნალობა საერთაშორისო გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით ხორციელდება. ამავდროულად, ჰოსპიტალი, გამოცდილი და მულტიპროფილური გუნდის საშუალებით, უზრუნველყოფს პაციენტის მართვაში საჭირო სპეციალისტების ჩართულობას.

ანგიოქირურგიულ სამსახურში ოპერაციები კეთდება როგორც ღია, ასევე თანამედროვე და ნაკლებად ტრავმული - ენდოვასკულური წესით. განყოფილებაში ხორციელდება:

  • არტერიების სტენტირება და ბალონირება;
  • ანევრიზმის გასკდომის პრევენციისათვის (განს. მოხუცებში) - ენდოვასკულური სტენტგრაფტირება (ანევრიზმის იზოლირება სისხლის ნაკადისგან);
  • ინსულტის პრევენციისთვის - საძილე არტერიების ენდაერტერქტომია და თრომბენდარტერექტომია (ათეროსკლეროზული ბალთისა და თრომბის მოცილება სისხლძარღვის შიგნიდან) და ა.შ

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის ანგიოქირურგთა გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რომლებიც მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს საერთაშორისო კონფერენციებზე ეცნობიან. ანგიოქირურგიულ სამსახურს ხელმძღვანელობს ანგიოქირურგი და საქართველოს ანგიოქირურგთა ასოციაციის წევრი, ლევან კოხრეიძე.