13 July, 2022

74 წლის ქალი ინსულტის მწვავე შედეგებისგან სრულიად გამოჯანმრთელდა

74 წლის ქალი ინსულტის მწვავე შედეგებისგან სრულიად გამოჯანმრთელდა
ელიზავეტა როსტიაშვილი 74 წლის ქალბატონია, რომელიც ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მწვავედ დაწყებული ნევროლოგიური ღრმა დეფიციტით მოხვდა. ამბობს, რომ ასაკში ინსულტის განვითარების მუდამ ეშინოდა. ფიქრობდა, რომ ვერ გადარჩებოდა.

„გამოგიტყდებით, უფრო მეტად ხეიბრად დარჩენის მეშინოდა, ლოგინთან მიჯაჭვულობის ან გონებრივი შეზღუდულობის შიში მქონდა,“ - ამბობს პაციენტი, რომელსაც ჰოსპიტალში შეყვანისას დაუდასტურდა ტოტალური აფაზია და მარჯვენამხრივი ღრმა ჰემიპარეზი.

მდგომარეობის გათვალისწინებით დიდი იყო ინვალიდობის ან ლეტალური შედეგის რისკი, რადგანაც უმოკლეს დროში განვითარდა ღრმა ნევროლოგიური დეფიციტი.

ნევროლოგიურმა გუნდმა დალი მებონიას ხელმძღვანელობით მიიღო გადაწყვეტილება, მყისიერად ჩაეტარებინა შესაბამისი კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევა შემდგომში სისტემური თრომბოლიზის ჩატარების მიზნით. პროცედურა, რომელიც თავისტვინისმომმარაგებელსისხლძარღვშიარსებულითრომბისდაშლასინტრავენურად,მედიკამენტის შეყვანით გულისხმობს, წარმატებით განხორციელდა.

„აქამდე თრომბოლიზისით მკურნალობის შესახებ არც მსმენოდა. სწორედ ამიტომ მეშინოდა ასე ინსულტის. არც კი წარმომედგინა, რომ ინსულტის შემდეგ ცხოვრებას განვაგრძობდი და თან - სრულიად ჯანმრთელად ვიგრძნობდი თავს. ავადმყოფობის ყველაზე დიდ შიშს ჩავხედე თვალებში და დავამარცხე კიდეც,“ - ამბობს პაციენტი.

74 წლის ელიზავეტას, ექიმების გადაწყვეტილებით, ჩაუტარდა ალტეპლაზას ინფუზიაც, რომლის ფონზეც სრულიად ალაგდა კეროვანი ნევროლოგიური დეფიციტი. პაციენტი ბინაზე ოთხ დღეში, სრულიად გამოჯანმრთელებული გაეწერა.