ნოშრევან ხუჯაძე ინსულტის მწვავე შედეგებს გადარჩენილი მორიგი პაციენტია, რომელიც დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სოპოროზულ (გონების დაბინდვის ღრმა სტადია) მდგომარეობაში შეიყვანა.
70 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა სახის ასიმეტრია, მეტყველების გაძნელება და მარცხენამხრივი ჰემიპლეგია, რაც გულისხმობს მოძრაობის შეზღუდვას. გარდა ამისა, პაციენტს დინამიკაში დაეთრგუნა ცნობიერება, რაც გახდა ჰოსპიტალიზაციის მიზეზი.
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში შეყვანისთანავე პაციენტს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიულ რეჟიმში და დაისვა დიაგნოზი - თავის ტვინის იშემიური ინსულტი გამოწვეული ცერებრალური არტერიების თრომბოზით. ნევროლოგების გუნდმა თამარ ჯანელიძის, ნანა გელენიძისა და გიგა სულაბერიძის შემადგენლობით სასწრაფოდ მიიღო თრომბექსტრაქციის ჩატარების გადაწყვეტილება, ვინაიდან პაციენტი კლინიკის მწვავე სისხლძარღვოვან განყოფილებაში პირველი სიმპტომების აღმოცენებიდან 6 საათში მოხვდა.
ნეიროქირურგმა იაკობ ცერცვაძემ წარმატებული თრომექსტრაქცია განახორციელდა. მამაკაცს დაკარგული ფუნქციები ეტაპობრივად აღუდგა. გაუმჯობესდა მისი ცნობიერების დონე. თრომბის დროულმა ექსტრაქციამ განაპირობა დაავადების საუკეთესო გამოსავალი, რაც გულისხმობს ღრმა ინვალიდიზაციის თავიდან არიდებას. ნოშრევან ხუჯაძე ცხოვრების ჩვეულ რითმს დაუბრუნდა.