23 March, 2022

17 წლის მოზარდის შეცვლილი ცხოვრება ხერხემლის რთული ოპერაციის შემდეგ

17 წლის მოზარდის შეცვლილი ცხოვრება ხერხემლის რთული ოპერაციის შემდეგ
ელისაბედ ნარსია 17 წლის მოზარდია, ახლა უკვე გამოჯანმრთელებული, აქტიური ცხოვრების წესით და სრულფასოვანი შესაძლებლობებით. ჯერ კიდევ გასულ წელს ჯანმრთელობისთვის იბრძოდა. მას ხერხემლის რთულ დეფორმაციასთან ერთად, მენჯის ძვლის გამოხატული ცვლილებებიც აღენიშნებოდა.

„ჩვენი ოჯახის თავის ტკივილი 3 წლის წინ დაიწყო, როცა ელისაბედი 14 წლის იყო. ექიმებმა მკურნალობის კონსერვატიული მეთოდები ამჯობინეს. ამ წლების განმავლობაში ჩატარებული მკურნალობა, ვარჯიშები და მასაჟები უშედეგო აღმოჩნდა. მეტიც, დაავადება პროგრესირებდა. შემდეგ მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში აღმოვჩნდით, ირაკლი ვარძუკაშვილთან...“- იხსენებს პაციენტის დედა.

იაშვილის ჰოსპიტლის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში პაციენტს სრულფასოვანი კვლევები ჩაუტარდა. დიაგნოსტიკის შედეგებმა აჩვენა, დეფორმაცია მესამე ხარისხის გახლდათ და სასწრაფო ოპერაციას საჭიროებდა. ორთოპედ-ტრავმატოლოგ ირაკლი ვარძუკაშვილის თქმით, გადაწყდახერხემლის რთული ერთმომენტიანი ოპერაციის (არ საჭიორებს განმეორებით ჩარევას) ჩატარება, რის შედეგადაც მოზარდს მოეხსნა როგორც ვიზუალით გამოწვეული დისკომფორტი, ასევე - ჯანმრთელობის პრობლემა.

17 წლის ელისაბედი ახლა რეაბილიტაციის კურსს გადის და სპეციალისტის პერიოდული მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მოზარდი ცხოვრების ჩვეულ რიტმს თანდათან უბრუნდება.

#ბავშვებზე ზრუნვის 45 წელი