27 August, 2021

ყველაზე უსაფრთხო ჰოსპიტლების გამოვლენა გრძელდება - ევექსი ჰოსპიტლების ქსელში შემავალი 3 სამედიცინო ცენტრი „მწვანე ჰოსპიტალი“ გახდა

ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკას „მწვანე ჰოსპიტლის“ სტატუსი მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამედიცინო ცენტრში პერსონალის 80% უკვე ვაქცინირებულია. კამპანია, ვაქცინაციის მხარდაჭერას და პაციენტებისა და თანამშრომლებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.


ერთგვარისამედიცინო გამოწვევა1-ელ ივნისს დაიწყო დაქსელში შემავალ ჰოსპიტლებს შორის1-ელ სექტემბრამდე გრძელდება. ვაქცინაციის პროცესი კამპანიაში ჩართულ სამედიცინო ცენტრებში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ასევე, მუდმივად ახლდება პროცენტული მაჩვენებლების ყოველკვირეული მონაცემებიც.


მიმდინარე კვირას 60%-იანი ზღვარი უკვე გადალახა 8 ჰოსპიტალმა. ესენია:
  • მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ჰოსპიტალი - 76%
  • კარაპს მედლაინი - 64%
  • კავკასიის მედიცინის ცენტრი - 60%
  • დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი - 75%
  • ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი - 75%
  • ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი - 61%
  • ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი - 63%
  • ქობულეთის რეფერალური ჰოსპიტალი 64


80%-იანი ზღვარი უკვე გადალახეს ფოთის ჰოსპიტალმა (85%) და მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურმა ჰოსპიტალმა (87%). სამივე ჰოსპიტალს “მწვანე ჰოსპიტლის” სტატუსი მიენიჭა და სიმბოლურად, მწვანე ფრად განათდება.



ევექსი ჰოსპიტალი აღნიშნული კამპანიით კიდევ ერთხელ მოუწოდებს სამედიცინო სფეროს ყველა წარმომადგენელს, მაქსიმალურად ჩაერთონ ვაქცინაციის მხარდამჭერ კამპანიაში, რადგან ბიზნესის მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გადადგმული თითოეული ნაბიჯი ქვეყანაში პანდემიის დამარცხებისა და ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობია.