18 April, 2022

უწყვეტი სამედიცინო განათლება კლინიკური ხარისხის მუდმივი გაძლიერების მიზნით

კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი, რომელიც სრული ონკოლოგიური სერვისის მიმწოდებელი ერთადერთი დაწესებულებაა დასავლეთ საქართველოში, კლინიკური ხარისხის მუდმივი გაძლიერების მიზნით უწყვეტი სამედიცინო განათლების პროექტებს ახორციელებს.

ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის კურსსზედამხედველობას უწევს ჩიკაგოში მოღვაწე რადიაციული ონკოლოგი, კრისტინა კილი, ვის სახელსაც ჰოსპიტალი ატარებს. ონკოლოგიის ცენტრში წელიწადში რამდენჯერმე ტარდება სწორედ მის მიერ ორგანიზებული სამუშაო ტრენინგები, რომელიც აერთიანებს თეორიულ სწავლებებს, გაიდლაინ-სესიებს, ვორქშოფებსა და კონსილიუმებს რთული სამედიცინო შემთხვევების განსახილველად.

გარდა ამისა, კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს ევექსისონკოლოგია-ჰემატოლოგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოსთან, რომელიც საქართველოსა და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველისპეციალისტებით არის დაკომპლექტებული. სწორედ მათთან ერთად კონსილიუმის ფორმატში განიხილავენ ონკოლოგიის ცენტრის ექიმები განსაკუთრებით რთულ სამედიცინო შემთხვევებს და ეცნობიან უახლეს ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროტოკოლებს.

ასევე, ჰოსპიტალში მიმდინარეობს ექიმების მზადება სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებშიც. ამ ეტაპზე ფუნქციონირებს სარეზიდენტო პროგრამები რადიაციული თერაპიისა და კლინიკური ონკოლოგიის მიმართულებებით, რომელსაც ხელმძღვანელობს დანიაში მოღვაწე ონკოლოგი და სხივური თერაპევტი, ზაზა უჯმაჯურიძე. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიისა და ზოგადი ქირურგიის სარეზიდენტო პროგრამების ამოქმედებაც.

აღსანიშნავია, რომ კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრის დასავლური გამოცდილების მქონე სპეციალისტებთან თანამშრომლობს ჩიკაგოში მოღვაწე რადიაციული თერაპიის სამედიცინო ფიზიკოსი, გოჩა ხელაშვილიც, ვისიხელმძღვანელობითაც პაციენტების სამკურნალო გეგმა სრულ დოზიმეტრულ შემოწმებას გადის.