12 August, 2019

უფასო კონსულტაციები ფოთის ჰოსპიტალში

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლისა და ქობულეტის რეფერალური ჰოსპიტლის ტრავმატოლოგ/ორთოპედი რაულ პაქსაძე ჩაატარებს უფასო კონსულტაციებს, მათთვის ვისაც აწუხებს:

  • ძვალ/ სახსართა ტკივილი დაუზუსტებელი
  • მენჯ/ბარძაყის და მუხლის ტკივილი, ართროზი, კოჭლობა (გადაადგილებისა და მოძრაობის გაძნელება)
  • სხვადასხვა სახის ძვალ/სახსართა და რბილი ქსოვილების ტრავმის შემდგომი მდგომარეობები (ოპერაციის შემდგომი მდგომარეობები)
  • შეუხორცებელი და არასწორად შეხორცებული მოტეხილობები
  • ბავშვებში (12 წელი და ზევით) ძვალხრტილოვანი (გამონაზარდები) ეგზოსტოზები
  • ძვლების ახალი და ძველი მოტეხილობები (არ შედის ხერხემალი, თავი, ნეკნები)
  • მყესების ახალი და ძველი დაზიანებები 
  • მტევნის თითის მოხრითი (იძულებით პოზაში) ნაწიბუროვანი კონტრაქტურა (დიუპიუტრენის) ნოტას დაავადება
  • მუხლის მენისკისა და ჯვარედიანა იოგების ახალი და ძველი დაზიანებები

ოფთალმოლოგი კოკა გელენიძე ჩაატარებს უფასო კონსულტაციებს, ბიომიკროსკოპიას, მხედველობის სიმახვილის დადგენას, ტონომეტრიას და საჭიროების შემთხვევაში თვალის ფსკერის ოფთალმოსკოპიას 55 წელს გადაცილებული პაციენტებისთვის.

 

თარიღი: 16 აგვისტო

დრო: 12:00 - 17:00 სთ

მისამართი: გურიის 171

მიმდინარეობს ჩაწერა:  598 57 35 44